გორგონძოლა
გორგონძოლა
ამ ყველს აძლევენ ცილინდრის ფორმას და ფუთავენ ვერცხლისფერ ქაღალდში. ბრენდის დამახასიათებელი ნიშანია მისი ცხიმიანობა - 48%.

პირველად ყველი გორგონზოლა მოხსენიებულია 879 წელს.მას თავდაპირველად ამზადებდნენ მწყემსები, რომლებიც საქონელს ერეკებოდნენ ალპებიდან მდინარე პოს ველებისაკენ. დაქანცულები დასასვენებლად ჩერდებოდნენ მილანის მიდამოებში პატარა სოფელ გორგონძოლაში.

გორგონძოლა მზადდება დილა- საღამოს მოწველილი რძის რამდენიმე ფენის  შენადედების შედეგად.  ემატება ბაქტერიები –Lactobacillus bulgaricus და Streptococcus thermophilus.   შრატის მოცილების შემდეგ ჩერდება დაბალ ტემპერატურაზე. მასის შუაში იდგმება მეტალის ჯოხები, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ საჰაერო გზას სოკოს ობის გამრავლებისა და ზრდისათვის. მოსამწიფებლად საჭიროა 2-დან 4 თვემდე. დავარგების ხარისხის მიხედვით გორგონზოლა არსებობს შემდეგი სახის: გორგონზოლა დოლჩე (ახალგაზრდა ყველი მოტკბო გემოთი) და გორგონზოლა პიკანტე (უფრო მკვეთრი გემოთი და ძლიერი არომატით).
გორგონზოლას გაჭრისას შესამჩნევია მოცისფრო-მომწვანო ობი. იგი კარგად უთავსდება დესერტებსა და სუფლეს,  იდეალურია სალათებსა და რიზოტოში, ნიოკებთან ერთად.  


გორგონზოლა  კეთილშობილი იტალიური ყველია, რომელსაც ხორბლის პურის ქერქის არომატი აქვს  და დაგემოვნების შემდეგ იგრძნობა ობის ოდნავი სიცხარე.
მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017 07:06 p.m.
ნანახია: 4196