დაფნის ფოთლები ცხიმიანი, ნორმალური და ხვეული თმისთვის - როგორ მოვამზადოთ ნაყენი და ნიღბები სახლის პირობებში - Gemrielia.ge

დაფნის ფოთლები ცხიმიანი, ნორმალური და ხვეული თმისთვის - როგორ მოვამზადოთ ნაყენი და ნიღბები სახლის პირობებში

ალბათ გსმენიათ დაფნის სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი ბევრი წვნიანისთვის შეუცვლელი ინგრედიენტიც კია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი გამოყენება კოსმეტიკაშიც შესაძლებელია. უფრო მეტიც, მას შეუძლია ძვირად ღირებული სალონური მომსახურებიც კი ჩაანაცვლოს.

 

დაფნა განსაკუთრებით სასარგებლოა თმისთვის. იგი მდიდარია A, B, C და PP ვიტამინებით. ასევე, შეიცავს ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, ტანინებს.

 

პროდუქტები, რომელთა ინგრედიენტიც დაფნაა:

 

•    აშორებს ქერტლს;

•    თმას ხდის ბზინვარესა და ნაზს;

•    ხელს უშლის თმის ცვენას;

•    თმის ღერებს ასუფთავებს მავნე ნივთიერებებისგან;

•    წმენდს სკალპს;

•    ხელს უშლის თმის ძირების გაღიზიანებას, სკალპის ქავილსა და სიწითლეს.

 

 

რომელი ტიპის თმისთვის გამოიყენება დაფნის ნაყენი?

 

დაფნის ნაყენი ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. მისი დახმარებით, ნორმალური ტიპის თმას ბრწყინვალე დაუბრუნდება, მოცულობითი და დამყოლი გახდება.

 

მშრალ თმას, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება კვება და დატენიანება, დაფნის ნაყენი დამყოლსა და ადვილად დასავარცხნს გახდის. ხოლო ცხიმიან თმას ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლებაში დაეხმარება.

 

 

დაფნის ფოთლების ნაყენი თმისთვის

 

1.    30 ცალ დაფნის ფოთოლს მდუღარე წყალი დაასხით და 3 საათით თავდახურულ ჭურჭელში დატოვეთ. დაბანილ სველ თმაზე ეს ნაყენი შეიზილეთ თმის ძირებში და სკალპი თითებით კარგად დაიმუშავეთ. ჩამოიბანეთ წყლით. იდეალურია ცხიმიანი თმისთვის, ებრძვის ქერტლს.

 

2.    5 ფოთოლ დაფნას 7 სკ ვაშლის ძმარი დაასხით და დატოვეთ ბნელ ადგილას ერთი დღის განმავლობაში. ეს ნაყენი შეგიძლიათ თავზე გადაივლოთ ან ძირებში შეიზილოთ. გააძლიერებს სუსტ თმას და ბრწყინვალებას დაუბრუნებს.

 

3.    30-მდე ფოთოლს მდუღარე წყალი დაასხით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა მცენარეებიც: გვირილა, ლავანდა, ჭინჭარი ან სხვა. შამპუნით დაბანის შემდეგ ეს ნაყენი თავზე გადაივლეთ და ცოტა წყლით ჩამოიბანეთ.

 

 

ნიღაბი თმის ზრდისთვის

 

დაფნის 7 ფოთოლი დაჭერით და დაუმატეთ 4 სკ ზეითუნის ზეთი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 7-10 დღის განმავლობაში. შეიზილეთ სკალპზე და გაიჩერეთ მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში, თმა შეიხვიეთ აბაზანის ქუდით ან ცელოფნით. ბოლოს შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

 

 

ნაღები ხვეული თმისთვის

 

ეს ნიღაბი იდეალურია ხვეული თმისთვის, კულულების გამოყოფასა და ფიქსაციას უწყობს ხელს.

 

2 სკ მდუღარე წყალი დაასხით დაფნის ფოთლებს და 1 საათით დატოვეთ. დაუმატეთ 3 სკ თაფლი. მიღებული სითხე თმაზე შეიზილეთ (ძირებში - არა) და ერთი საათით გაიჩერეთ. შემდეგ თმა წყლით ჩამოიბანეთ.

 

სხვათა შორის, მხოლოდ დაფნის ნაყენსაც ივლებენ თავზე და ამბობენ, რომ ხვეული თმისთვის ძალიან ეფექტურია.