რა არის ყინულის დიეტა, რომელმაც უკვე მსოფლიო დაიპყრო - Gemrielia.ge

რა არის ყინულის დიეტა, რომელმაც უკვე მსოფლიო დაიპყრო

ხანგრძლივობა: 6 კვირა;
 

მახასიათებლები: მოითხოვს ჰაბიტატისა და საკვების ტემპერატურის შემცირებას;
 

შედეგი: მინუს 5-20 კგ (საწყისი წონის მიხედვით);
 

დამატებითი ეფექტი: უკეთესი ძილი, სისხლში შაქრის დონის რეგულირება;
 

შეზღუდვა: დიეტა არ არის რეკომედებული ორსული ქალებისთვის, მეძუძური ქალებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გამომყოფი ორგანოების დაავადებები, ასევე ფილტვები და სისხლძარღვები.
 

ყინულის დიეტა გამოიგონა დიდი ბრიტანეთის სილამაზისა და ჯანმრთელობის ექსპერტმა პეტა ბიმ. სპორტის მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ ეს მხიარული ქალი - რამდენიმე წლის წინ მან პოპულარიზაცია გაუწია წონის დაკლების ექსტრავაგანტულ, მაგრამ ეფექტურ მეთოდს, რომელსაც აკვა სირბილი ჰქვია. პეტამ გამოსცადა წყალქვეშა სარბენი ბილიკი, საინტერესო (მაგრამ არა იაფი) გაჯეტი, რომელიც აერთიანებს ვარჯიშს წყლის პროცედურებთან და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ვარჯიში მართლაც სწრაფად წვავს ცხიმს და ამკვრივებს სხეულს.

 


პეტა ბის იდეა ასევე საინტერესო ნიადაგზე განვითარდა - რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ექიმმა ბრაიან ვაინერმა წონის კლების უცნაური მეთოდი შეიმუშავა, ეს იყო ცივ წყალში გაზავებული ყინული. "არქტიკულ სმუზში" ცოტაოდენი დამატკბობლის დამატებაც შეიძლებოდა. ექიმის თქმით, ორგანიზმს სჭირდება ბევრი ენერგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ყინულის დნობისთვის. ამის გამო ცხიმის მარაგი იხარჯება, წონა კი მცირდება. ვაინერს სურდა, საკუთარი იდეა კიდევ უფრო განევითარებინა და: ყინულის დიეტის“ შესახებ წიგნი გამოეცა, მან ეს ვერ მოახერხა, თუმცა მის მაგივრად პუბლიკაცია პეტა ბის ავტორობით დაიბეჭდა.
 

პეტა ბი, ბრაიან ვეინერისგან განსხვავებით, ყველაზე დიდ მნიშვნელობას გარემო ფაქტორების ცვლილებას ანიჭებს. მისთვის პრიორიტეტული ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაა. ის დარწმუნებულია, რომ 21-ე საუკუნის ადამიანებში ჩამოყალიბებულმა ჰიპერკომფორტისადმი მიდრეკილებამ დაანგრია ჩვენი მეტაბოლური პროცესები და ცვლილებები სწორედ აქედან უნდა დაიწყოს.
 

პეტა ბი საუბრობს ყავისფერი ცხიმის შესახებაც, რაც გულისხმობს ორგანიზმში უფრო ნაკლები ცხიმის არსებობას ისე, რომ მან თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს. ყავისფერი ცხიმი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. „ყინულის დიეტის“ ექვსი კვირის განმავლობაში დაცვით შესაძლებელია, რომ ჩვეულებრივი ცხიმი ყავისფერ ცხიმად გადაიქცეს, მეტაბოლური პროცესები შეიცვალოს და წონა არა დროებით, არამედ სამუდამოდ შემცირდეს.

 

გააგრძელეთ კითხვა