ჰოთ–დოგის ისტორია და მისი განსაკუთრებული რეცეპტი ლუდში მოხარშული სოსისით
ნიუ–იორკის განსაკუთრებულ სიმბოლოებს შორის გამორჩეული ადგილი ჰოთ–დოგს უკავია. ეს არის საჭმელი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარს და ყველასთვის ამერიკასთან ასოცირდება. ის ამერიკის ცხოვრების სტილის, გზად წახემსების, სწრაფად კვების სიმბოლოა.
ჰოთდოგის ისტორია მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ის ტრადიციული ამერიკული კერძია, მისი წარმოშობა ისტორიის ყველაზე გავრცელებული ვერსიით, გერმანელ ემიგრანტს უკავშირდება. ჰოთ-დოგი შეერთებულ შტატებში გამოიგონა ფრანკფურტელმა იმიგრანტმა ფეხტვანგერმა, რომელიც შემწვარ სოსისს ქუჩაში ყიდდა და მყიდველებს ხელთათმანებს აძლევდა, რომ ხელები არ დასწვოდათ. მომხმარებლებს კი, როგორც წესი, ხელთათმანების დაბრუნება ავიწყდებოდათ, რაც ფეხტვანგერისთვის დამატებითი ზარალი იყო. მისმა ცოლმა კი მოიფიქრა, რომ შემწვარი სოსისი პურში ჩაედოთ და ისე შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის. ამ მეთოდმა გაამართლა და სწორედ პურში ჩადებული სოსისი გახდა საჭმელი, რომელიც მსოფლიომ შეიყვარა.
არსებობს ჰოთ–დოგის შექმნის კიდევ ერთი ალტერნატიული ისტორია, რომლის თანახმადაც ჩარლზ ფელტმენი ქუჩაში ყიდდა სოსისს პურში, შემდეგ კი რესტორანი გახსნა და საკმაოდ დიდი ბიზნესიც წამოიწყო.
ჰოთ–დოგი თავდაპირველად მხოლოდ პურით, სოსისითა და მდოგვით მზადდებოდა. თუმცა, დღეს, კი მისი არაერთი განსხვავებული რეცეპტი არსებობს.
„ნიკორა“ ტრადიციას აგრძელებს და კვლავ გვთავაზობს ძალიან საინტერესო რეცეპტს, კერძოდ ლუდში მოხარშულ, საოცარი არომატის მქონე ჰოთ-დოგს ივერია სპეცით, ბარბექიუსა და სრირაჩას ცხარე სოუსით, ხახვის მწნილითა და ყველით.