რამდენ კალორიას შეიცავს საშემოდგომო ბოსტნეული? ეს მონაცემები ჩაინიშნეთ!
რაციონალურად კვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაადგინოთ, რამდენი კალორია გჭირდებათ. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი კილოკალორია. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა.
მჯდომარე პროფესიებისთვის ეს ძირითადი ცვლის 26%-ია, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია. სადღეღამისო კალორაჟი, გარდა ძირითადი ცვლისა და სამსახურში დახარჯული ენერგიისა, ითვალისწინებს საკვების მოსანელებლად (300-400 კკალ) და დასვენების დროს (90-100 კკალ) დახარჯულ ენერგიას. გთავაზობთ პროდუქტთა ენერგეტიკული ღირებულების ცხრილს (მოყვანილია კილოკალორიების ოდენობა 100 გრამ პროდუქტში), რათა თავად განსაზღვროთ თქვენი წონისთვის დღე-ღამეში მისაღებ კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა.
გიზიარებთ საშემოდგომო ბოსტნეულის კალორიების ჩამონათვალს:
ბადრიჯანი - 21
ბარდა, ცერცვი - 52
ბოლოკი - 14
ბროკოლი - 19
ბულგარული წიწაკა - 22
გოგრა - 28
თალგამი - 26
ისპანახი - 16
კარტოფილი - 90
კიტრი - 13
კომბოსტო - 24
ყვავილოვანი კომბოსტო - 22
ლობიო - 228
მწვანე ლობიო - 31
ახალი მარცვლოვანი ლობიო - 66
მარცვლოვანი გამომშრალი ლობიო - 241
მჟაუნა - 21
ნიორი - 89
პომიდორი - 17
პრასი - 24
სალათის ფოთლები - 11
სატაცური - 18
სიმინდის ტარო - 56
სოიის მარცვალი - 322
სტაფილო - 27
ღანძილი - 34
ყაბაყი - 17
წიწაკა მწვანე ტკბილი - 23
წიწაკა წითელი ტკბილი - 27
ჭარხალი - 37
ჭარხლის ფოთოლი - 17
ხახვი - 25
თავიანი ხახვი - 30
წყარო: mkurnali.ge