რამდენ კალორიას შეიცავს საშემოდგომო ბოსტნეული? ეს მონაცემები ჩაინიშნეთ!
რამდენ კალორიას შეიცავს საშემოდგომო ბოსტნეული? ეს მონაცემები ჩაინიშნეთ!

რაციონალურად კვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაადგინოთ, რამდენი კალორია გჭირდებათ. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი კილოკალორია. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა.
 

მჯდომარე პროფესიებისთვის ეს ძირითადი ცვლის 26%-ია, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია. სადღეღამისო კალორაჟი, გარდა ძირითადი ცვლისა და სამსახურში დახარჯული ენერგიისა, ითვალისწინებს საკვების მოსანელებლად (300-400 კკალ) და დასვენების დროს (90-100 კკალ) დახარჯულ ენერგიას. გთავაზობთ პროდუქტთა ენერგეტიკული ღირებულების ცხრილს (მოყვანილია კილოკალორიების ოდენობა 100 გრამ პროდუქტში), რათა თავად განსაზღვროთ თქვენი წონისთვის დღე-ღამეში მისაღებ კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა.

 

 

გიზიარებთ საშემოდგომო ბოსტნეულის კალორიების ჩამონათვალს:

 

ბადრიჯანი - 21

ბარდა, ცერცვი - 52

ბოლოკი - 14

ბროკოლი - 19

ბულგარული წიწაკა - 22

გოგრა - 28

თალგამი - 26

ისპანახი - 16

კარტოფილი - 90

კიტრი - 13

კომბოსტო - 24

ყვავილოვანი კომბოსტო  - 22

ლობიო - 228

მწვანე ლობიო - 31

ახალი მარცვლოვანი ლობიო - 66

მარცვლოვანი გამომშრალი ლობიო - 241

მჟაუნა - 21

ნიორი - 89

პომიდორი - 17

პრასი - 24

სალათის ფოთლები - 11

სატაცური - 18

სიმინდის ტარო - 56

სოიის მარცვალი - 322

სტაფილო - 27

ღანძილი - 34

ყაბაყი - 17

წიწაკა მწვანე ტკბილი - 23

წიწაკა წითელი ტკბილი - 27

ჭარხალი - 37

ჭარხლის ფოთოლი - 17

ხახვი - 25

თავიანი ხახვი - 30

 

წყარო: mkurnali.ge

მასალის გამოყენების პირობები
21 სექტემბერი, 2021
ნანახია: 128