რა თანხად იბარებენ ხილის გადამმუშავებელი კომპანიები არასტანდარტულ ვაშლს 2021 წელს - Gemrielia.ge

რა თანხად იბარებენ ხილის გადამმუშავებელი კომპანიები არასტანდარტულ ვაშლს 2021 წელს

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, ფერმერებს საშუალება აქვთ ხილის გადამმუშავებელ კომპანიებში არანაკლებ 22 თეთრად ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი. სახელმწიფო სუბსიდია - 1 კილოგრამ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია. პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.

 

21 სექტემბრის მდგომარეობით, უკვე 2,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.

 

წყარო