"მშიერი პლანეტა" - რას ჭამენ მსოფლიოში - Gemrielia.ge

"მშიერი პლანეტა" - რას ჭამენ მსოფლიოში

მენცელმა ამ ფოტო-პროექტისთვის შემოსავლების, ბავშვების რაოდენობის და ცხოვრების სტილის მიხედვით საშუალო სტატისტიკური ოჯახები შეარჩია. ფოტოგრაფმა პროექტს „მშიერი მსოფლიო“ უწოდა.

ეს მელანდერების ოჯახია გერმანიიდან. ოთხსულიანი ოჯახის 1 კვირის რაციონმა 375.39 ევრო შეადგინა. ეს დაახლოებით 500 დოლარია. ოჯახის საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი ხახვით, ბეკონით ან ქაშაყით, შემწვარი ატრია კვერცხითა და ყველით, პიცა, ვანილის პუდინგი. ფოტოზე ჩანს, უპირატესობას ანიჭებენ ხორცს და ხორცპროდუქტებს, , პურს, ბოსტნეულს, ინდუსტრიულ უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებს.

GEMRIELIA

ეს ლუქსემბურგის ქალაქ ერპელდანგედან კუტენ-კასესების ოჯახია. მათი ოთსულიანი ოჯახის კვირის რაციონი 347.64 ევრო დაჯდა (დაახლ. 465.84 $) . ოჯახის საყვარელი კერძი კრევეტებიანი პიცა, თურქული ქაბაბი და ღვინოში მომზადებული ქათამია. ფოტოზე ჩანს რომ ძირითადად მოიხმარენ პურეულს, ხილს, პიცას, ალკოჰოლურ სასმელებს.

GEMRIELIA

ლემონების 4 სულიანი ოჯახი ქალაქ მონტრედან, საფრანგეთიდან, ყოველ კვირას საკვებზე 315.17 ევროს ხარჯავს (419.95$) . ოჯახის საყვარელი კერძია პასტა კარბონარა, გარგრის ღვეზელები, ტაილანდური კერძები. ფოტოს მიხედვით, მათ რაციონში ნახევარფაბრიკატები და მზა საკვები სჭარბობს, ხილი კი შედარებით მცირე რაოდენობითაა.

GEMRIELIA

ამ ფოტოზე ბრაუნების ოჯახია ავსტრალიის ქალაქ რივიერ-ვიუდან. 1 კვირის სამყოფი საკვები მათ 7 სულიან ოჯახს 481.14 ავსტრალიური დოლარი უჯდებათ (376.45$). მათი საყვარელი საჭმელი ავსტრალიური ატამი, ღვეზელები და იოგურტია. ფოტოზე ჩანს, რომ უპირატესობას ანიჭებენ ხორცს, ხილს, მაღაზიის სასმელებს და რაფინირებულ პროდუქტებს.

GEMRIELIA

მელანსონების ოჯახი კანადის არქტიკული ნაწილიდან, იკალუიტიდანაა. მათი 5 საულიანი ოჯახის რაციონმა 345 დოლარი შეადგინა. მათი საყვარელი საჭმელია მარტოკბილასა (ზღვის ცხოველი) და თეთრი დათვის ხორცი, ყველიანი პიცა და საზამთრო. ფოტოს მიხედვით, ისინი მოიხმარენ ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და ინდუსტრიულ საკვებს.

GEMRIELIA

ეს რევისების ოჯახია ჩრდილო კაროლინიდან, აშშ-დან. 4 ადამიანისთვის სამყოფ 1 კვირის მარაგში მათ 341.98$ გადაიხადეს. მათი საყვარელი საჭმელია სპაგეტი, კარტოფილი, ქათამი კუნჟუტით. ფოტოზე ჩანს, რომ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ჩიპსებს, რაფინირებულ პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ხორცს და ხორცის მზა პროდუქტებს, მაღაზიის სასმელებს.

GEMRIELIA

უკიტების ოჯახი იაპონიის ქალაქ კოდაირადანაა. მათი 4 სულიანი ოჯახი საკვებზე კვირაში 37.69 იენს ხარჯავს (317.25$). საყვარელ კერძებს შორის თევზს, ხილს, ღვეზელებს და ჩიპსებს ასახელებენ. ფოტოს მიხედვით ჩანს, რომ ისინი ძირითადად თევზს და მისგან მომზადებულ პროდუქტებს, სოუსებს, სპეციფიურ იაპონურ საკვებს მიირთმევენ.

GEMRIELIA

მედსენების ოჯახი  გრენლანდიაში ცხოვრობს. 5 ადამიანისგან შემდგარ ოჯახს ყოველკვირეულად საკვებზე 1928.80 დანიური კრონა (277.12$) ეხარჯებათ. უყვართ თეთრი დათვისა და მარტოკბილას ხორცი. ფოტოს მიხედვით, უპირატესობას ანიჭებენ ხორცეულს და ინდუსტრიულ პროდუქტებს.

GEMRIELIA

ეს ბეიტონების ოჯახია ინგლისის ქალაქ კლინბურნიდან. მათი 4 სულიანი ოჯახი ყოველკვირეულ რაციონზე 155.54 ფუნტს (253.15$) ხარჯავს. უყვართ ავოკადო, მაიონეზიანი ბუტერბროდები, კრევეტების სუპი, შოკოლადის ტორტი ნაღებით. ფოტოზე ჩანს, რომ უპირატესობას ანიჭებენ შოკოლადის ბატონებს, რაფინირებულ პროდუქტებს და ცოტაოდენ ხილ-ბოსტნეულს.

GEMRIELIA

ალ-ჰაგანების ოჯახი ქუვეითიდანაა. 8 სულიანი ოჯახის კვირის რაციონი 63.63 დინარი (221.45$) უჯდებათ. უყვართ ქათამი ბრინჯით, ფოტოს მიხედვით, უპირატესობას ანიჭებენ ხილ-ბოსტნეულს, კვერცხს, ლავაშს, ცოტაოდენ ხორცსა და თევზს.

GEMRIELIA

კასალესები მექსიკის ქალაქ კუერნავაკადან არიან. მათი ოჯახის კვირის რაციონი 1862.78 პესოს (189.09$) შეადგენს. უყვართ პიცა, კიბორჩხალა, ქათამი და პასტა. ფოტოს მიხედვით, დიდი რაოდენობით მოიხმარენ ხილს, პურს, კოკა-კოლას და ლუდს.

GEMRIELIA


დონგების ოჯახი პეკინიდან, ჩინეთიდან არის. ისინი კვირაში საკვებისთვის საშუალოდ 1233.76 იენს ხარჯავენ ( 155$). ამ ჩინური ოჯახის საყვარელი საჭმელია შემწვარი ღორის ხორცი ტკბილ-მწარე სოუსში. ფოტოს მიხედვით, ძირითადად ხილს, ბოსტნეულს, ხორცს და რაფინირებულ პროდუქტებს მიირთმევენ.

GEMRIELIA

სობჟინშების 5 სულიანი ოჯახი პოლონეთში ცხოვრობს. მათი ყოველკვირეული რაცაიონი მხოლოდ 582.48 ზლოტს შეადგენს (151.27$) . მათი საყვარელი კერძია ღორის ფეხები სტაფილოთი და ნიახურის ძირებით. ფოტოზე ვხედავთ ხილ-ბოსტნეულს, შოკოლადის ბატონებს, ცხოველის საკვებს.

GEMRIELIA

ეს ოსტენსენების ოჯახია ნორვეგიიდან. ისინი კვირის სამყოფ პროდუქტებში საშუალოდ 4265.89 კრონას (731.71$) ხარჯავენ. უყვართ ლაზანია, ბატკნის ხორცი კომბოსტოთი და შოკოლადი.

GEMRIELIA

სელიკების 6 სულიანი ოჯახი სტამბულში, თურქეთში ცხოვრობს. ერთი კვირისთვის სამყოფ პროდუქტში ისინი 198.48 ლირას იხდიან (145.18$). მათი საყვარელი საჭმელია ფუმფულა ღვეზელი Melahat. ფოტოს მიხედვით, ეს ოჯახი უპირატესობას ანიჭებს პურს, ბოსტნეულს და ხილს.

GEMRIELIA

ეს აჰმედების 12 სულიანი ოჯახია ეგვიპტის დედაქალაქ კაიროდან. 1 კვირისთვის სამყოფი პოროდუქტის ღირებულებამ აქ 387.85 ეგვიპტური ფუნტი (68.53$) შეადგინა. მათი საყვარელი კერძია ბამია ცხვრის ხორცით. ფოტოს მიხედვით უპირატესობას ანიჭებენ ხილ-ბოსტნეულს, მწვანილეულს და ხორცს.

GEMRIELIA

ბატსუურების ოჯახი მონღოლეთში, ულან-ბატორში ცხოვრობს. 4 ადამიანისთვის სამყოფ პროდუქტში ისინი კვირაში 41 985.85 ტუგრიკს ხარჯავენ (40.02$) . უყვართ ცხვრის ხორცის პელმენი. ფოტოს მიხედვით, უმეტესად მიირთმევენ ხორცს, კვერცხს, პურს და ბოსტნეულს.

GEMRIELIA

პაკტარების 4 სულიანი ოჯახი ინდოეთიდ, ქალაქ უჟჟანიდანაა. 1 კვირის სამყოფი პროდუქტი მათ საშუალოდ 1 636.25 რუპია (39.27$) უჯდებათ. მათი საყვარელი საჭმელია ბრინჯის ფანტელები. ფოტოს მიხედვით, ისინი დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულს მიირთმევენ.

GEMRIELIA

ეს აიმეების ოჯახია ეკვადორის ქალაქ ტინგოდან. 9 სულიან ოჯახს, საკვებზე კვირაში საშუალოდ 31.55 დოლარი ეხარჯება. უყვართ კარტოფილის სუპი კომბოსტოთი. ფოტოს მიხედვით ძირითადად ხილ-ბოსტნეულით, ბურღულეულით, კარტოფილით და ბანანით იკვებებიან.

GEMRIELIA

ნატომოების ოჯახი კუაკურუში, მალიში ცხოვრობს. მათი 15 სულიანო ოჯახი 1 კვირის სამყოფ საკვებზე საშუალოდ 17 670 ფრანკს (26.39$) ხარჯავს. უყვართ ბრინჯის კერძები, ფოტოზე ვხედავთ ბურღულეულს და ბოსტნეულს.

GEMRIELIA

შემდეგი გახლავთ ნამგაების ოჯახი ბუტანიდან. მათი 13 სულიანი ოჯახი კვირაში 224.93 ნგულტრუმას (5.03 $) ხარჭავს საკვებზე. უყვართ სოკო, ყველი და ღორის ხორცი. ფოტოზე ძირითადად ხილ-ბოსტნეულს და მწვანილეულს ვხედავთ.

GEMRIELIA

ეს კი აბუბაქარების ოჯახია ბრეიჯინგის ლტოლვილტა ბანაკიდან, ჩადში. მათი 6 სულიანი ოჯახი კვირაში მხოლოდ 685 აფრიკულ ფრანკს ხარჯავს საკვებზე. ეს დაახლოებით 1.23 დოლარია. უყვართ ცხვრის ხორცის წვნიანი, თუმცა ფოტოზე მხოლოდ მარცვლეულს ვხედავთ.

GEMRIELIA