ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა – სამეფო ოჯახის საუზმე, სადილი და ვახშამი
ქეით მიდლტონის ყოველდღიური დიეტა – სამეფო ოჯახის საუზმე, სადილი და ვახშამი

 

 

გიკვირთ, თუ როგორ ახერხებს კემბრიჯის ჰერცოგინია ფორმისა და ენერგიის შენარჩუნებას, სამი შვილისა და სამეფო ოჯახის წესების დაცვის ფონზე? მაშინ, სტატია თქვენთვისაა:

 

 

ქეითი ცნობილია თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტის სიყვარულით, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჰერცოგინია ჯანსაღად იკვებება. მას უყვარს სახლში კერძების მომზადება პრინც ჯორჯის, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუისისთვის.

 

 

რას მიირთმევს ქეით მიდლტონი საუზმეზე?

 

 

სამი შვილის დედა, ცნობილია რომ საუზმეზე სმუზის დიდი გულშემატკივარია, ისევე, როგორც მისი რძალი – მეგან მარკლი.

 

მისი დილის გამაჯანსაღებელი სასმლის ინგრედიენტების კომბინაცია ასეთია: კომბოსტო, სპირულინა (წყალმცენარეების ტიპი), მაჩა (მწვანე ჩაის ფოთლები), ისპანახი, რომაული, ქინძი (ქინძის ფოთლები) და მოცვი. ასევე, სამეფო ოჯახი საუზმეზე ომლეტსაც სიამოვნებით მიირთმევს.

 

 

 

 

რას მიირთმევს ქეით მიდლტონი სადილად?

 

 

ჰერცოგინია არ არის ვეგეტარიანელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ლანჩისთვის უპირატესობას ხორცის გარეშე კერძების ანიჭებს. ინდოეთში, მისი და უილიამის სამეფო ტურის განმავლობაში, სადილად ბოსტნეულით მომზადებულ კერძებს მიირთმევდნენ.

 

 

ასევე, ცნობილია, რომ წყვილს განსაკუთრებულად უყვარს სუში. მას შემდეგ, რაც ისინი ლონდონის იაპონურ სახლს ეწვივნენ. იაპონელ შეფ აკირასთან საუბრისას, უილიამმა თქვა: „ძალიან შთამბეჭდავია, მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს სუში“.

 

 

 

 

რას ჭამს მიირთმევს მიდლტონი სადილად?

 

 

ჰერცოგინია, ბევრი ჩვენგანს მსგავსად, მიირთმევს შემწვარ კერძებსა და მაკარონს. ქეითმა ადრე აღიარა, რომ ის ცხარე საჭმლის დიდი მოყვარულია, მისგან განსხვავებით, მისი ქმარი „ებრძვის“ სანელებლებს. შემწვარი ქათამი და პასტა კიდევ ერთი პოპულარული საკვებია სამეფო ოჯახში.

 

 

 

 

რას მიირთმევს ქეით მიდლტონი წახემსებიბსას?

 

 

ცნობილია, რომ ჰერცოგინია ჯანსაღ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, როგორიცაა უმი ხილი და ბოსტნეული, კენკრა.

 

 

ბევრი ჩვენგანის მსგავსად, ქეითსაც უყვარს ტკბილეული, მათ შორის, პოპკორნი. 2014 წელს, კანადასა და აშშ -ში სამეფო ტურის დროს, პრინცი უილიამი და ქეითი დაესწრნენ ნიუ იორკში გამართულ კალათბურთის თამაშს, სადაც წყვილი ერთად დააფიქსირეს, პოპკორნით ხელში.

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები
24 სექტემბერი, 2021
ნანახია: 506