სეზონური დიეტა - როგორ დავიკლოთ წონაში მარტივად შემოდგომაზე
სეზონის ცვლასთან ერთად ვიცვლით გარდერობს, სახისა და ტანის მოვლის რუტინას და რაც მთავარია ვემზადებით ფორმაში ჩასადგომად, რადგან ზაფხულის პერიოდში მომატებული კილოგრამები უნდა მოვიშოროთ და კლება დავიწყოთ. გთავაზობთ, სეზონის შესაფერის დიეტას, როგორ დავიკლოთ შემოდგომაზე.
რას მიირთმევთ წლის ამ დროს დილაობით, შუადღეს და საღამოს?
პროდუქტები რომლებიც შემოდგომაზე უნდა მიირთვათ: სტაფილო, გოგრა, ტკბილი კარტოფილი ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ლობიო, მუხუდო, ბროკოლი, ისპანახი, მწვანილები, ვაშლი, ყურძენი, ციტრუსები, მსხალი, ორაგული, ჯინჯერი, დარიჩინი და სხვა.
საუზმე
მიიღეთ საუზმეზე შვრიის ფაფა, ბურღულეული, რომელსაც რძეს, ცოტა გახეხილ ვაშლს და თხილეულის ნაკრებს დაუმატებთ. ეს საუზმე ნოყიერი და ენერგიით სავსეა.