კარგია კიბოს პრევენციისთვის, ხელს უწყობს წონაში კლებას... - ზღმარტლის სასარგებლო თვისებები, რომლებიც ბევრმა არ იცის - Gemrielia.ge

კარგია კიბოს პრევენციისთვის, ხელს უწყობს წონაში კლებას... - ზღმარტლის სასარგებლო თვისებები, რომლებიც ბევრმა არ იცის

ზღმარტლი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მცენარეა. ბევრს მის დასახელებაზეც კი ეცინება, ზოგიერთს საერთოდაც არ მოსწონს მისი გემო, მაგრამ, ისევე როგორც ყველა ხილი, ზღმარტლიც ისეთი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც მისი ჭამისკენ გვიბიძგებს.

 

ზღმარტლი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხარობს. ვარაუდობენ, რომ იგი პირველად 3000 წლის წინ კასპიის ზღვის რეგიონში გამოჩნდა. ერთი ვერსიით, ძვ. წ. 700 წელს საბერძნეთში, ხოლო ძვ. წ. 200 წელს რომშიც გავრცელდა. შუა საუკუნეებში სასიცოცხლო მნიშვნელობის მცენარედაც კი ითვლებოდა.

 

ზღმარტლი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ვიტამინები: B2, B1, C და A. იგი შეიცავს ტანინს, ცილებს, ბუნებრივ ორგანულ მჟავებს და პექტინს ნახშირწყლების დაბალი რაოდენობით. მინერალები, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, რკინა და მაგნიუმი, რომლებიც ზღმარტლშია თავმოყრილი, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას. ამ ხილის ყოველდღიური მიღება სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები აქვთ. ზღმარტლი აძლიერებს არაერთ ორგანოს, სხეულს დეტოქსიკაციასა და ჰიდრატაციას უზრუნველყოფს.

 

 

ზღმარტლის სასარგებლო თვისებები

 

•    გვეხმარება სხვადასხვა სახის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილებაში;

•    ხელს უწყობს წონის კლებას;

•    ხელს უშლის ორგანიზმს მავნე ნივთიერებების შეწოვაში;

•    ანტიოქსიდანტებისა და C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ხელს უწყობს უჯრედული ქსოვილის რეგენერაციას;

•    კარგია კიბოს პრევენციისთვის;

•    ორგანიზმს ავსებს ენერგიით;

•    შაქრის მცირე შემცველობის გამო დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ მისი მირთმევა.

 


 

ზღმარტლი ხალხურ მედიცინაში

 

• ზღმარტლის რბილობი გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც საფაღარათო საშუალება;

 

• ითვლება, რომ ფოთლებსა და თესლებს აქვთ შემკვრელი და ლითონტრიპული თვისებები;

 

• ირანში, სადაც ზღმარტლი ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული, გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მაღალი წნევა, პულსი და გულის ტონიკი;

 

• ფოთლების ექსტრაქტი გამოიყენება ყელისა და პირის ინფექციის სამკურნალოდ;

 

• ხილს აქვს დამამშვიდებელი და გამწმენდი თვისებები, რაც სასარგებლოა დიარეის დროს;

 

• თესლი ხელს უწყობს შარდის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას;

 

• ზღმარტლის ნაყოფი ხელს უწყობს ყაბზობის მკურნალობას;

 

• ეს მცენარე აძლიერებს კანს, კარგია ნერვული სისტემისთვის, ასევე, ნაწლავების ანთების დროს;

 

• ზღმარტლის ფოთლებისგან დამზადებული ჩაი გამოიყენება თირკმლის ქვების სამკურნალოდ;

 

• ზღმარტლის ხის ქერქს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები.

 

თქვენ თუ მიირთმევთ ზღმარტლს?