ჰაეროვანი კრემი, რომელიც გინდა თითით გალოკო... Food porn, ანუ საკვები რომელიც აღაგზნებს (+ ფოტოები) - Gemrielia.ge

ჰაეროვანი კრემი, რომელიც გინდა თითით გალოკო... Food porn, ანუ საკვები რომელიც აღაგზნებს (+ ფოტოები)

Food porn - ფოტოგრაფიის პროვოკაციული ჟანრია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სარეკლამო ინდუსტრიაში.

 

შოკოლადი, რომელიც ტორტის ნაპირებთან ჩამოიღვარა, ჰაეროვანი კრემი, რომელიც გინდა თითით გალოკო, ახლო ხედით გადაღებული ეგზოტიკური კერძები, რომელიც მადას გიღვიძებენ, შუაზე გადაჭრილი მარწყვი თუ ალუბალი - ეს ყველაფერი ერთიანდება „ ფუდ პორნოს“ სახელის ქვეშ.
 

 

ფოტოგრაფიის ამ ჟანრს მთელ მსოფლიოში იყენებენ სარეკლამო პლაკატებსა და ვიდეორგოლებში. დიდი ხანია, ყველა დარწმუნდა, რომ სექსზე უკეთ მხოლოდ სექსი იყიდება, სწორედ ამიტომ, როცა უყურებთ რომელიმე შოკოლადის ან გემრიელი ხაჭოს დესერტის რეკლამას, იცოდეთ, რომ გეთამაშებიან, გხიბლავენ და აღგაგზნებენ.
 

 

ტერმინი food porn პირველად 1984 წელს ფემინისტი მწერლისა და კრიტიკოსის როზალინდა ქოვარდის წიგნში გამოჩნდა. იგი წერდა, რომ საჭმლის მომზადება და მისი ლამაზად წარდგენა ერთგვარი გზაა სხვის მიმართ ვნებისა და სიყვარულის გადმოსაცემად.

 

 

#Foodporn ძალიან პოპულარული მიმართულებაა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მსგავსი ფოტოების გადაღებით ე. წ. ინფლუენსერები კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. მაგალითად, თუკი თქვენ წინ მადისაღმძვრელი ბურგერი აღმოჩნდა, რომლიდანაც ყველის სოუსი იღვრება, ამ კადრის გამოტოვება არც კი იფიქროთ! სასწრაფოდ გადაუღეთ ფოტო საუკეთესო რაკურსიდან და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ. თუკი შესაბამის ჰეშთეგებსაც გამოიყენებთ, თქვენი გამომწერების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

 

 

Food porn-თან დაკავშირებული ტერმინია Gastro Porn - გასტრონომიული ფოტოგრაფია. აქ კერძებზე მეტად ცალკეულ პროდუქტებზე კეთდება აქცენტი. ამ მიმართულების მთავარი ხელჩასაჭიდი ადამიანის სექსუალური ფანტაზიებია. რაც მთავარია, Gastro Porn ეფუძნება იმ ორ მთავარ მოთხოვნილებას, რომლებიც ადამიანს გადარჩენისთვის სჭირდება.

 

 

გარკვეული პროდუქტებისა თუ საკვების სექსუალურად აღქმას რეკლამისა და კინოს ინდუსტრიაც უწყობს ხელს. მაგალითად, ბანანი არაერთ ფილმსა თუ რეკლამაში გვხვდება კონკრეტული მნიშვნელობით, ასევე შეუძლებელია პომიდვრის ხელით გაჭყლეტვის სცენამ შთაბეჭდილება არ მოახდინოს მაყურებელზე.

 

 

რაც უფრო ვითარდება ე. წ. სექსუალური გასტრონომიის სფერო, მით მეტი სიახლე ჩნდება. მაგალითად, თუკი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მთავარი აქცენტი პროდუქტის გარეგნულ მხარეზე კეთდებოდა და „თვალით აღგზნება“ იყო მიზანი, ბოლო წლებში საკვების თუ ჭამის ხმას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. ადამიანები ვერც კი ხსნიან, რატომ უყურებენ დიდი სიამოვნებით უცნობი ადამიანების ჭამის ვიდეოებს ან რატომ სიამოვნებთ ჭამის ხმა, რომელსაც სპეციალური მიკროფონის დახმარებით გაძლიერებულად ისმენენ.