რომელი ჩირი რისთვის არის კარგი - წაიკითხეთ, სანამ ყველა ხილისგან ჩირს მოამზადებთ
რომელი ჩირი რისთვის არის კარგი - წაიკითხეთ, სანამ ყველა ხილისგან ჩირს მოამზადებთ

გამომშრალი ხილი ვიტამინებისა და მინერალების დიდ ნაწილს ინარჩუნებს და ისეთივე სასარგებლოა ორგანიზმისთვის, როგორც ახალი. უფრო ახლოს გაგაცნობთ ზოგიერთი მათგანის სასარგებლო თვისებებს.

 

გარგარი (კურაგა) - გულის წამალია. მასში ბევრი კალიუმი და ანტიოქსიდანტებია, ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინს გამოდევნის. სასარგებლოა დიაბეტის დროს.


ანანასის ჩირი - კალიუმის, მაგნიუმის, თუთიის, რკინის წყაროა, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და უჯრედისს. დაგეხმარებათ ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევაში, რადგან მოწევის სურვილს ასუსტებს.


ბანანის ჩირი - გულისათვის, ტვინისათვის, კუნთებისათვის აუცილებელი კალიუმის წყაროა. შეიცავს ნატურალურ შაქარს, რომელიც ადვილად გადადის სისხლში. მშრალი ბანანი 5-ჯერ უფრო კალორიულია, ვიდრე ახალი.

 


ყურძენი, იგივე ქიშმიში სასარგებლოა განურჩევლად ყველასთვის. განსაკუთრებით კი ღია ფერის. ის დიდი რაოდენობით ფოსფორს და კალიუმს შეიცავს. მიირთვით ქიშმიში დაძაბული ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებისას ან გამოცდების დროს.

ალუბლის ჩირი ყურადღების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. ასევე სასარგებლოა მათთვის, ვინც მოწევისთვის თავის დანებება გადაწყვიტა, რადგან ამცირებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას.

გამომშრალი სოკო დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს და არ ჩამოუვარდება ხორცში შემავალ ცილას. ამავდროულად ორგანიზმში ტოქსინებს არ ტოვებს. გამომშრალი თეთრი სოკო ძლიერი ანტიდეპრესანტია. ელექტრო საშრობების საშუალებით, შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის სოკო რამდენიმე საათში გამოაშროთ და შეინახოთ.

 


მსხლის ჩირი ეთერზეთებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს ააქტიურებს, აქვს ინფექციებისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მსხლის ჩირის კომპოტი სასარგებლოა კოლიტის დროს, ასევე ამაღლებს სექსუალურ აქტივობას.

ნესვის ჩირი შარდმდენი თვისებებით გამოირჩევა. სასარგებლოა ანთებების, სისუსტის დროს, აძლიერებს პერისტალტიკას.

გამომშრალი მარწყვი და კივი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მათ გვიან შემოდგომით და ადრე გაზაფხულზე მიირთმევთ.

პამიდვრის ჩირი ინარჩუნებს ყველაზე სასარგებლო და დასაფასებელ ნივთიერებას - ლიკოპენს. მას ახასიათებს ანტიოქსიდანტური და ანტისიმსივნური მოქმედება, ანადგურებს ორგანიზმში წარმოქმნილ მავნე უჯრედებს. პამიდორში შემავალი მჟავები ამცირებს სიგარეტის კვამლში შემავალ კანცეროგენების მოქმედებას

 


ფინიკი, განსაკუტრებით კი ეგვიპტური დიდი რაოდენობით ვიტამინ B5-ს შეიცავს. სწორედ ეს ვიტამინი უზრუნველყოფს ფრჩხილებისა და თმების სიჯანსაღეს.

მოცვი - ლიდერია A ვიტამინის შემცველობით და აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუ მხედველობის შენარჩუნება გსურთ.

შავი ქლიავის ჩირი ნამდვილი წამალია მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს. ეს ჩირი ასევე სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და ავიტამინოზის დროს.
 

თქვენ რისი ჩირი გიყვართ ყველაზე მეტად?

მასალის გამოყენების პირობები
27 სექტემბერი, 2021
ნანახია: 238