დიაბეტური საუზმის 3 ყველაზე მარტივი ვარიანტი - Gemrielia.ge

დიაბეტური საუზმის 3 ყველაზე მარტივი ვარიანტი

 
საუზმე - ყველაზე მნიშვნელოვანი და „პრობლემური“ საჭმელია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ის სისხლში გლუკოზის ყველაზე ჭარბი რაოდენობით გამოყოფას იწვევს. ტიპიური საუზმე - ფაფა, მიუსლი, ხილი, ჯემები - დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. საუზმე არანაკლებ მნიშვნელოვანია დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის, რადგან „სწორი კვება“ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ დიეტური და დიაბეტური საუზმის ყველაზე ჯანსაღი და მარტივი 3 რეცეპტი.  რადგან საუზმის მთავარი ინგრედიენტი ხშირად არის ხორცპროდუქტი ჩვენც სწორედ ის შევარჩიეთ ჩვენი რეცეპტების მთავარ ინგრედიენტად. კერძოდ კი, მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის, „ელპოზოს“ დიეტური და დიაბეტური ხაზის - Bien Star-ის დაბალკალორიული, უგემრიელესი ინდაურის ლორი. იმის გამო, რომ ეს პროდუქტი შეიცავს ნაკლებ ცხიმს და მარილს, ხელს უწყობს ამ საკვები ნივთიერებების მიღების შემცირებას რაციონში და შესაბამისად, აკმაყოფილებს  ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციებს კვების სფეროში. Bien Star-ის ინდაურის ლორი დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს, არის გლუტენისა და ლაქტოზის გარეშე და იდეალურია მათთვის, ვისაც აქვს გლუტენის ან ლაქტოზის აუტანლობა.

 

1. ომლეტი ინდაურის ლორით

 

 

ინგრედიენტები:

 

•    კვერცხი 4 ცალი

•    ყაბაყი 1 ცალი

•    ხახვი 1 თავი

•    Elpozo Bienstar-ის ინდაურის ლორი 4-5 ნაჭერი

 

 

•    უცხიმო რძე 2 ს/კ

•    ოხრახუში, ბეგქონდარა გემოვნებით

•    მარილი, წიწაკა გემოვნებით

•    ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესი:

 

ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით ძალიან პატარა ნაჭრებად. ინდაურის ლორიც დაჭერით დაახლოებით 1 სმ. ზომის ნაჭრებად. გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, გადაიტანეთ დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 2 წთ. შემდეგ, დაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი და გააგრძელეთ შუშვა. დაუმატეთ 2 კბილი ნიორი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხები მარილთან, წიწაკასთან და უცხიმო რძესთან ერთად და მოასხით ნელ-ნელა ბოსტნეულს. თან ფრთხილად ამოურიეთ. დაახურეთ თავსახური ტაფას, რომ ომლეტი ფუმფულა გამოვიდეს. შეწვით დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან.  ბოლოს, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. 

 

2. ბუტერბროდი ინდაურის ლორით, მოხარშული კვერცხითა და პომიდორით

 

 

ინგრედიენტები:

 

•    მთელმარცვლიანი (დიეტური) პური 2 ნაჭერი

•    Elpozo Bienstar-ის ინდაურის ლორი 2 ნაჭერი

•    პომიდორი 2 დიდი ნაჭერი (შუაზე გაჭრილი)

•    მოხარშული კვერცხი 2 ცალი

•    ბაზილიკის ფოთოლი (შეგიძლიათ შეცვალოთ რუკოლათი)

 

მომზადების წესი:

 

მოხარშეთ კვერცხები მაგრად. დაჭერით პური საშუალო ნაჭრებად. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ოდნავ გახუხოთ ტაფაზე. დადეთ პურზე თხლად დაჭრილი პომიდორი, ბაზილიკის ან რუკოლას ფოთლები, დაადეთ მოხარშული კვერცხის ნაჭრები და თხლად დაჭრილი ლორი.  თქვენ მიიღებთ ძალიან გემრიელ, ჯანსაღ, დაბალანსებულ საუზმეს, რომელიც ენერგიას შეგმატებთ.

 

3. სალათი შემოდგომის ბოსტნეულითა და ინდაურის ლორით

 

 

ინგრედიენტები:

 

•    ტკბილი კარტოფილი (შეიძლება ჩვეულებრივიც) 2 ცალი

•    გოგრა 700 გ.

•    სტაფილო 4 ცალი

•    ჭარხალი 1 ცალი

•    რუკოლა 

•    Elpozo Bienstar-ის ინდაურის ლორი 4 ნაჭერი

•    გოგრის მოხალული თესლის გული გემოვნებით

•    მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი გემოვნებით 

 

მომზადების წესი:

 

გაფცქვენით კარტოფილი, გოგრა, ჭარხალი და სტაფილო. დაჭერით დაახლოებით 3 სმ. ზომის ნაჭრებად. სტაფილო გაჭერით შუაზე. ბოსტნეული გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 20 წთ. ჩაჩხვლიტეთ ბოსტნეული, რომ შეამოწმოთ მზადაა თუ არა. სანამ ბოსტნეული ცხვება, დაჭერით ინდაურის ლორი და მოამზადეთ რუკოლას ფოთლები სალათის ასაწყობად. თასში შეურიეთ თბილი გამომცხვარი ბოსტნეული, ინდაურის ლორი, რუკოლა. მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლის გულები (რომლებიც შეგიძლიათ ცალკე, მზა სახითაც შეიძინოთ). მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. სურვილისამებრ, დაუმატეთ პილპილი. ჯანსაღი საუზმე მზადაა!

 

გემრიელად მიირთვით!