გუფთა რომ არ დაიშალოს – ანუ, რა ხერხებს მიმართავენ ქართველი დიასახლისები
ალბათ, ყველას ერთხელ მაინც მოუმზადებია გუფთა, ის ხომ ასე ძალიან უყვართ პატარებს და არამარტო მათ. მომზადება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა ბევრისთვის, ამიტომაც გიზიარებთ ჩვენი გამოცდილი ფეისბუქჯგუფის წევრების ნაცად ხერხებსა და მეთოდებს, თუ როგორ მოვამზადოთ გუფთა იდეალურად ისე, რომ არ დაიშალოს. მაშ, ასე:
„ბრინჯი ცალკე არასოდეს მომიხარშავს, პირდაპირ ვაყრი ფარშს და ვხარშავ სანამ ბრიჯი არ იქნება მზად. ერთი ცალიც კი არ დამშლია. რა თქმა უნდა, კვერცხი აუცილებელია“ – იამზე კახიძე.
„არ მოამზადოთ გუფთა გაყინული და შემდეგ გამომდინარე ფარშით. ასევე, დაუმატეთ კვერცხი“ – ნინო გურასპაშვილი.
„ჯერ უნდა დაამუშაოთ ფარში კარგად, შემდეგ დაამატეთ ბრინჯი გემოვნებით, ამუშავეთ ხელით, არ უნდა გეკვრებოდეთ, შეგიძლიათ დაუმატოთ კვერცხიც, მაგრამ იქნება მკვრივი, ამიტომ ადუღებამდე მისულ წყალში უნდა ჩაყაროთ. ადუღეთ ნელა, არ დაიშლება და უკვერცხო რბილი იქნება“ – ლამზირა წულაია.
„შეგიძლიათ დაუმატოთ 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და არ დაიშლება“ – სესილი გუგუჩია.
საუკეთესო გუფთის რეცეპტები იხილეთ აქ...
„დიდხანს არ ხარშოთ, ზემოთ რომ წამოვლენ ბურთულები, გასინჯეთ ხორცი და თუ მოხარშულია, მალევე დაასრულეთ კერძის მომზადება“ – ნათია ნიკოლიშვილი.
საუკეთესო გუფთის რეცეპტები იხილეთ აქ...