აწესრიგებს წნევას, ხელს უშლის პროსტატის კიბოსა და ძუძუს კიბოს განვითარებას... - და კიდევ 8 მიზეზი, რატომაც აუცილებლად უნდა მიირთვათ ბროწეული
ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და რადიაციული დასხივების დროს.
გიზიარებთ 10 მიზეზს, თუ რატომ უნდა მიიირთვათ ბროწეული.
1. ბროწეული ახალგაზრდობის საწინდარია. ბროწეული უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში ახალი უჯრედების წარმოქმნის პროცესში.
2. აღადგენს ღვიძლის ფუნქციას. აღმოჩნდა, რომ ბროწეული მხოლოდ ღვიძლის ფუნქციას კი არ აწესრიგებს, არამედ იცავს კიდეც მას და დაზიანებული ღვიძლის ქსოვილის აღდგენაშიც აქტიურად მონაწილეობს.
3. იცავს თირკმელს. კვლევებმა ცხადყო, რომ ბროწეულის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებს შეუძლია, დაიცვას თირკმელი ტოქსინებისა და დაზიანებისგან, რაც მისი გამართული მუშაობის საწინდარია.
4. მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების განვითარების რისკი. ბროწეული ხელს უწყობს ქოლესტერინის სინთეზს, აუმჯობესებს უჯრედების მდგომარეობას, დაზიანებისგან იცავს სისხლძარღვებს, ებრძვის ათეროსკლეროზს.
5. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ბროწეულის წვენი შეიცავს იმუნური სისტემის გამაძლიერებელ C ვიტამინს. ამიტომაც გვირჩევენ მის მიღებას გაციების დროს, განსაკუთრებით - ზამთრობით, როცა იმუნიტეტი დასუსტებულია... კითხვის გაგრძელება