დინდგელი - ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს
დინდგელი (პროპოლისი) ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი
ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით.
არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:
• სპირტიანი ნაყენი;
• წყლიანი ნაყენი;
• პროპოლისის წყალხსნარი;
• პროპოლისის მალამო;
• პროპოლისის სანთლები.
გთავაზობთ თითოეული ფორმის მომზადების წესს (რეცეპტს)