„მიყვარს ტკბილეული, ვგიჟდები ნამცხვრებზე...“ „ვახშამი ძალიან ჰგავს ლანჩს“ - ბოლოს და ბოლოს, კიმ კარდაშიანმა თავისი დიეტა იპოვა - Gemrielia.ge

„მიყვარს ტკბილეული, ვგიჟდები ნამცხვრებზე...“ „ვახშამი ძალიან ჰგავს ლანჩს“ - ბოლოს და ბოლოს, კიმ კარდაშიანმა თავისი დიეტა იპოვა

 

 

კიმ კარდაშიანი, წლების განმავლობაში, ცდილობდა სხვადასხვა დიეტის დაცვას, მაგრამ მან საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა მცენარეული საკვების მიღებაზე და დებიც ვეგანურ დიეტაზე გადმოიყვანა. 

 

რას მიირთმევს კიმ კარდაშიანი საუზმეზე?

 

მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ მიირთმევს ცხოველურ პროდუქტებს, არ ნიშნავს რომ კიმი არ საუზმობს გემრიელად. დილით მიირთმევს მსუყედ და მისი რაციონის აუცილებელ შემადგენლობაში არის კვერცხი. 

 

39 წლის იუბილეზე, ბავშვებმა მას მიირთვეს საუზმე, რომელიც თავად მოამზადეს. მასში შედიოდა: მოხარშული კვერცხი, ძეხვი, დაჭრილი მარწყვი და რაც ყველაზე შთამბეჭდავია, ბლინები, წარწერით „დედა“.  

 

 

 

 

კიმი იყენებს მცენარეული წარმოშობის ალტერნატივებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ძალიან უყვარს ხილი, ავოკადო, ბლინები (განსაკუთრებით მოცვის, შვრიის ბლინები), ნატურალური წვენები და ასე იმრავალფეროვნებს დილის საუზმეს.

 

რას მიირთმევს კიმ კარდაშიანი ლანჩზე?

 

ერთ-ერთ ინტერვიუში, კიმმა განაცხადა, რომ ის მიირთმევს თევზს ან ქათამს ბოსტნეულთან ერთად პირველ საათზე - მაგრამ ახლა, სავარაუდოდ, ცილას ვეგანური პროდუქტებისგან იღებს.

 

„ჩემი ტრენერი, მელი, ყოველთვის ამბობს, რომ ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ უნდა მივირთვათ მარტივი ნახშირწყლები, როგორიცაა ტკბილი კარტოფილი, მცირე რაოდენობით ცხიმი და ცილა. ასევე უნდა მივიღოთ ბოსტნეული, თუ გსურთ, რომ ცილა კარგად შეიწოვოს ორგანიზმმა და მარტივად დაშალოს ცხიმები და ნახშირწყლები,“  - განაცხადა კიმმა ერთ-ერთ ინტერვიუში. 

 

 

 

რას მიირთმევს კიმ კარდაშიანი სადილად?

 

კარდაშიანი სადილად მიირთმევს ისეთ კერძებს, როგორიცაა გოგრის წვნიანი, სალათა, გუაკამოლე, ბოსტნეულის ჩიფსები და სხვ.

 

მისმა ტრენერმა, ბოდიბილდერმა მელისა ალკანტარამ გაამხილა, რომ ვახშამი ძალიან ჰგავს ლანჩს, რადგან შედგება ბევრი ბოსტნეულისაგან და სხვა ჯანსაღი საკვებისაგან. 

 

კიმი ბევრ ახალ ხილსა და ბოსტნეულს იღებს,  მაგრამ ზოგჯერ ტკბილეულებზეც არ ამბობს უარს : „მე მიყვარს ტკბილეული, ვგიჟდები ნამცხვრებზე, მაგრამ ვცდილობ თავი გავიკონტროლო!“  - ამბობს კიმი.