10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს - Gemrielia.ge

10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე, გონებაზე, მეხსიერებაზე.

 

1. ორაგული. ეს თევზი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით კი ომეგა-3-ს, რომელიც ტვინის ფუნქციისთვის განსაკუთრებით აუცილებელია. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულთან, გარნირთან, შემწვარი ან მოხარშული.
 

ორაგულის რეცეპტების სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

2. კვერცხი. გული შეიცავს ქოლინს, ელემენტს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს. სკოლის მოსწავლეს შეგიძლიათ სადილზე აჭამოთ მოხარშული, შემწვარი ან ომლეტების სახით.

 

ომლეტის რეცეპტების სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

3. არაქისის კარაქი და არაქისი (არა მარილიანი). არაქისი E ვიტამინის წყაროა, ანტიოქსიდანტის, რომელიც ტვინში ნერვულ მემბრანებს იცავს. არამარილიანიარაქისი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, არაქისის კარაქი კი ძალიან უხდება ახალ პურს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი, ნიგოზი, ნუში.
 

 

4. ხორბალი. ადამიანის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის გარკვეული რაოდენობის გლუკოზა სჭირდება. ხორბალი შეიცავს გლუკოზასაც და უჯრედისსაც (რომელიც ჰლუკოზის სისხლში მოხვედრას არეგულირებს), ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვულ სისტემას კვებავენ. იყიდეთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვის მსხვილმარცვლიანი პური ან სულაც სახლში აცხვეთ.
 

 

5. შვრია. შვრია საუკეთესო საუზმეა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს E, B ვიტამინებს, თუთიას. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. შვრია შეგიძლიათ, ღვეზელში, ოლადებშიც კი გაურიოთ, ფაფებად დაამზადოთ, თხილეულთან ერთად უბრალოდ მოშუშოთ მშრალ ტაფაზე და იოგურტით ან რძით მიირთვას პატარამ... გააგრძელეთ კითხვა