5...

ფილტრი

      რომელ პროდუქტში რამდენი კალორიაა - ეს სია ყოველდღიურად გამოგადგებათ - Gemrielia.ge

      რომელ პროდუქტში რამდენი კალორიაა - ეს სია ყოველდღიურად გამოგადგებათ

      რაციონალურად კვებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დაადგინოთ, რამდენი კალორია გჭირდებათ. ჭარბწონიანთა უმრავლესობისთვის ეს 2-დან 4 ათასამდე კილოკალორიაა, წონის დეფიციტის მქონეთათვის კი 10-15 ათასი კილოკალორია. ოპტიმალური რაოდენობის დასადგენად აუცილებელია გაითვალისწინოთ ძირითადი ცვლის რაოდენობა, რომელიც მოზრდილი ადამიანისთვის საშუალოდ 1500-2000 კილოკალორიას შეადგენს და შრომის პროცესში დახარჯული ენერგიის რაოდენობა.

       

      მჯდომარე პროფესიებისთვის ეს ძირითადი ცვლის 26%-ია, მსუბუქი ფიზიკური დატვირთვით მომუშავეებისთვის (ლაბორანტები, მოლარეები, პროგრამისტები, ექიმები, მასწავლებლები) - 1000 კილოკალორია, ზომიერად მძიმე სამუშაოთი დაკავებულთათვის (მძღოლები, დაზგებსა და დანადგარებთან მომუშავეები) - 1500, მძიმე ფიზიკური დატვირთვით მომუშავეთათვის (სპორტსმენები, მეშახტეები, მძიმე მრეწველობის თანამშრომლები) კი 2000-2500 კილოკალორია. სადღეღამისო კალორაჟი, გარდა ძირითადი ცვლისა და სამსახურში დახარჯული ენერგიისა, ითვალისწინებს საკვების მოსანელებლად (300-400 კკალ) და დასვენების დროს (90-100 კკალ) დახარჯულ ენერგიას. გთავაზობთ პროდუქტთა (ამ შემთხვევაში - ყველის) ენერგეტიკული ღირებულების ცხრილს (მოყვანილია კილოკალორიების ოდენობა 100 გრამ პროდუქტში), რათა თავად განსაზღვროთ თქვენი წონისთვის დღე-ღამეში მისაღებ კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა.

       

       

      შვეიცარიული - 346

      ბელორუსის - 342

      ფრანგული მოუხდელი რძის - 329

      ჰოლანდიური - 357

      დანიური ცისფერი ობიანი - 284

      გერმანული ცისფერი ობიანი - 298

      იმერული - 240

      სულგუნი - 260

      ქარხნის ყველი - 275

      ცხვრის 50%-იანი - 298

      მოხაჭოებული ცხიმის დაბალი შემცველობით - 133

      მოხაჭოებული ცხიმიანი - 175

      მოხაჭოებული უცხიმო - 99

      ყველეული მოხაჭოებული - 305

       

      თქვენ რომელ ყველს ანიჭებთ უპირატესობას?

       

      წყარო