ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება - Gemrielia.ge

ხელოსნის 5 რჩევა, რომლებიც გათბობის პროდუქციის შერჩევაში დაგეხმარება

 
უკვე საგრძნობლად აცივდა და გათბობის თემაც კვლავ აქტუალური გახდა. ყველას, ვინც აპირებს სახლში ცენტრალური გათბობის დაყენებას, ელექტროგამათბობლის, ან წყლის გამაცხელებლის შეძენას, აუცილებლად გაუჩნდება შემდეგი კითხვები: გათბობის რომელი საშუალება იყიდოს, როგორი გამათბობელია უკეთესი და სად ნახავს ხარისხიან გამათბობელს საუკეთესო ფასად. საჭირო რჩევების მისაღებად სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტების ქსელის - „გორგიას“ ხელოსანს დავუკავშირდით. 
გიზიარებთ რამდენიმე ძალიან საჭირო და გამოსადეგ რეკომენდაციას, რომლებიც გათბობის საშუალებების სწორად არჩევაში დაგეხმარებათ. 

 

როგორ შევარჩიოთ სწორად გათბობის ქვაბი?

 

რჩევა # 1

 

თუ გაზის ქსელთან დაკავშირების საშუალება გაქვთ, გირჩევთ, თამამად აირჩიოთ გაზის ქვაბი.  გაზის ქვაბის მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და პრაქტიკულობა. თუ ქვაბს აქვს თერმოსტატი, საკმარისია აირჩიოთ სასურველი ტემპერატურა და არ მიუახლოვდეთ მას მთელი სეზონის განმავლობაში. 

 

რჩევა # 2

 

გათბობის ქვაბის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ საცხოვრებელი ბინის ფართობი და ქვაბის სიმძლავრე. 100-140 კვ.მ. ფართობისთვის კარგია 24 კვტ.  სიმძლავრის ქვაბი. საკმაოდ ხარისხიანი და გამძლეა თურქული ბრენდის, ECA-ს  მოდელი - GELIOS PLUS 24kw, რომელიც „გორგიაში“ ამჟამად აქციითაა წარმოდგენილი და 2,038 ლარის ნაცვლად, 1,549 ლარადაა ხელმისაწვდომი. ამასთან, არ გირჩევთ ქვაბის შეძენას 20 კილოვატზე დაბალი სიმძლავრით, რადგან კომფორტული გამოყენებისთვის ნაკადი არ უნდა იყოს 9-11ლ/წთ-ზე ნაკლები. 24 კვტ სიმძლავრის ქვაბები უზრუნველყოფს წყლის კომფორტულ მიწოდებას ერთდროულად 2-3 წერტილზე. იტალიური სექციური რადიატორების ფასი „გორგიაში“ 14,90 ლარიდან იწყება. 
 

 

რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრო გამათბობლის შეძენისას? 

 

რჩევა #3
თანამედროვე ელექტროგამათბობლები სრულიად უსაფრთხო, გამძლე და მობილურია. ელექტროგამათბობლის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. 15 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახს ათბობს 1 კვტ სიმძლავრის გამათბობელი, მაგრამ უფრო დიდი ფართობისთვის გაცილებით მეტი სიმძლავრეა საჭირო. ბიუჯეტურ ელექტროგამათბობლებში გირჩევთ  KUMTEL-ის 1200 ვატიან მოდელს, 2 კვარცის მილით. გამათბობელი მუშაობს ორ სხვადასხვა დონეზე და აქვს უსაფრთხოების გადამრთველი. აქციის ფარგლებში, საუკეთესო ფასად, ელექტროგამათბობლის შეძენას „გორგიაში“ სულ რაღაც 27 ლარად შეძლებთ, ნაცვლად 32.50 ლარისა. 

 

როგორ შევარჩიოთ ზეთის გამათბობელი?

 

რჩევა # 4

 

ზეთის გამათბობლის  კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია: ლითონის კორპუსი დაყოფილია სეგმენტებად, გავსებულია ზეთით და აქვს გამაცხელებელი ელემენტები. რადიატორი კვებას იღებს დენის წყაროდან, ელექტრობისგან გამთბარი ზეთი გამოსცემს სითბოს და თბება ოთახი. გამთბარი ჰაერი ზემოთ მიიწევს, მის ადგილს ცივი ჰაერი იკავებს და გათბობის ციკლი თავიდან იწყება. რაც უფრო მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უკეთესია სითბოს გაცემა. ცხრა სექციის მქონე რადიატორი ოთახს უფრო სწრაფად გათბობს ვიდრე ხუთიანი. შეარჩიეთ ცხრასექციიანი მოდელი, რომელსაც ექნება ტემპერატურული რეჟიმი და წაქცევის შემთხვევაში ავტომატური გათიშვის ფუნქცია.

 

 
როგორ შევარჩიოთ სწორად წყლის გაზის გამაცხელებელი?

 

რჩევა # 5

 

-  გაზის წყლის გამაცხელებელი გამოირჩევა სიმარტივითა და ეფექტიანობით. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია დაცვის ხარისხიანი სისტემით და თუ გამაცხელებელი ჩაქრება, გაზის მიწოდება წყდება. ამას განაპირობებს ავტომატური ჩართვის სისტემა. გაზის გამაცხელებლის მთავარი უპირატესობა არის მისი ეკონომიურობა, თუმცა აუცილებლად დაგჭირდებათ სავენტილაციო სისტემა, გაზის წვის შედეგად გამოყოფილი ნამწვის გარეთ გასატანად. შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც აუცილებლად ექნება გამწოვი. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის მყისიერ გამათბობელს არ აქვს შესანახი ავზი. ის სწრაფად ათბობს წყლის გამტარ ნაკადს საჭირო ტემპერატურაზე. ბოილერისგან (შესანახი ავზის ტიპის წყლის გამაცხელებელი) განსხვავებით, წყლის მყისიერ გამაცხელებელს აქვს დაბალი წონა, კომპაქტური ზომები, რაც გაცილებით მოსახერხებელი და ეკონომიურია. 

 

სწორად შერჩეული გათბობის საშუალება  ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. თუ უკვე გადაწყვიტეთ, როგორი სახის გამაცხელებელი გჭირდებათ, შეგიძლიათ, შეუდგეთ არჩევას „გორგიას“ ონლაინ ჰიპერმარკეტში, რომელიც მუდამ ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასად წარმოგვიდგენს სხვადასხვა პროდუქციას.