საუკეთესო ღვინო ჯოლი-პიტის ვარსკვლავური წყვილისგან - Gemrielia.ge

საუკეთესო ღვინო ჯოლი-პიტის ვარსკვლავური წყვილისგან

ვარდისფერი ღვინო Rosé Miraval, რომელსაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი აწარმოებენ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ცნეს.


ავტორიტეტულმა გამოცემამ Wine Spectator მსოფლიოს 100 საუკეთესო ღვინის რეიტინგი შეადგინა. ჯოლი-პიტის ღვინომ Côtes de Provence Rosé Miraval 84-ე ადგილი დაიკავა და 100-დან 90 ქულა აიღო.

" გამორჩეული და ელეგენატური, მშრალი წითელი კენკრის სუფთა და კონცენტრირებული არომატით"- ასე აღწერენ ამ ღვინოს რეიტინგის შემდგენელები.


გასული წლის გაზაფხულზე 6000 ბოთლი Rosé Miraval გამოუშვეს ბაზარზე და 5 საათში მთლიანად გაიყიდა. ამა წლის ნოემბრის დასაწყისში 300 ბოთლი ღვინო, ჯოლი-პიტის წყვილის ავტოგრაფებით დამშვენებული, საქველმოქმედო აუქციონზე გამოიტანეს პროვანსში და 13000 დოლარად გაიყიდა.

ვარდისფერი ღვინო Rosé Miraval საფრანგეთის სამხრეთში შატო მირავალში იწარმოება ანჯელინასა და ბრედ პიტის საკუთრებაში არსებულ მამულში, რომელიც 400 ჰექტარზეა გაშლილი. სასმლის შექმნაში ვარსკვლავურ წყვილს ცნობილი ფრანგი მეღვინე მარკ პერენი დაეხმარა.