სანამ ბავშვს ჩურჩხელას აჭმევთ, ეს სტატია წაიკითხეთ! - პედიატრ ცოტნე ბესელიას განმარტება - Gemrielia.ge

სანამ ბავშვს ჩურჩხელას აჭმევთ, ეს სტატია წაიკითხეთ! - პედიატრ ცოტნე ბესელიას განმარტება

რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, როცა ბავშვს თათარას, ჩურჩხელას ვაჭმევთ და მაჭარს ვაგემოვნებინებთ, ხომ არ არის ალერგიული ფონის განვითარების საფრთხე ან რამდენი ჩურჩხელა შეიძლება მიირთვას ბავშვმა? რამდენად გამართლებულია, როცა მშობლები პატარებს ახალდაწურულ ღვინოს ასინჯებენ და ასმევენ? - ეს იმ კითხვების მოკლე ჩამონათვალია, რომლებსაც მშობლები წლის ყველაზე ბარაქიან სეზონზე, შემოდგომაზე სვამენ.


როგორც პედიატრი ცოტნე ბესელია აღნიშნავს, შემოდგომის ხილზე შეზღუდვა არაა, თუ ზომიერად მივირთმევთ, თუმცა მაინც არსებობს რაღაც დეტალები, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

- ჩურჩხელაზე უკეთესს რას შეჭამს ბავშვი? თუ ალერგია აქვსშემადგენელ კომპონენტზე, სხვა საქმეა. ჩურჩხელა ქართული საკვებია და იშვიათად შემხვედრია მის მიმართ აუტანლობა. ნატურალური ჩურჩხელა უნდა ვაჭამოთ ბავშვებს, თუნდაც მისი დამზადება შინ მოგვიწიოს. ჩავრთოთ ამაში პატარები, თან ამ ფორმით მათ  განვითარებასაც შევუწყობთ ხელს, თან ჯანსაღ ნუგბარს ვაჭმევთ  და ტრადიციასაც შევუნახავთ შვილებს... გააგრძელეთ კითხვა