უნივერსალური რეცეპტები მაცივარში შემორჩენილი პროდუქტებისგან - Gemrielia.ge

უნივერსალური რეცეპტები მაცივარში შემორჩენილი პროდუქტებისგან

 
ხშირად ისე ხდება, რომ ამა თუ იმ კერძის მომზადებისას არასწორად განვსაზღვრავთ პროდუქტების რაოდენობას და ზედმეტი ნაჭრები გვრჩება. შეიძლება რამდენიმე დღე გვედოს მაცივარში ძეხვის ბოლო ნაჭერი ან ერთი ცალი სოსისი, რომლის არსებობა ხშირად გვავიწყდება კიდეც.  შეიძლება ბევრმა არ იცის, რა მოუხერხოს მაცივარში დარჩენილ თითო-ოროლა პროდუქტს და თუ თქვენც ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა! 

 

„ნიკორა“ აგრძელებს ტრადიციას და გთავაზობთ სამ საინტერესო რეცეპტს, რომლებიც შეგიძლიათ მაცივარში შემორჩენილი პროდუქტებისგან მოამზადოთ. 
 

 

1. კარტოფილი შაშხით და ნივრით

 

 

თუ მაცივარში შაშხის ნაჭერი შემოგრჩათ, ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად გამოიყენეთ.  გამოგადგებათ „ნიკორას“ ნებისმიერი სახეობის შაშხი: დაპრესილი, ჩალაღაჯი, შაშხი ბეკონი, ან „მანდოლინა“. 

 

ინგრედიენტები:

 

კარტოფილი 2 ცალი (მოზრდილი).

შაშხი „მანდოლინა“ (ან ნებისმიერი სხვა) 100 გ. 
  

 

მსხვილი მარილი (სასურველია ზღვის) 0,5 ჩ/კ.

პილპილი 0,3 ჩ/კ.

ქონდარი ხმელი 0,5 ჩ/კ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სანელებელიც, თქვენი გემოვნებით).

ზეთი 1 ჩ/კ.

ნიორი 2 კბილი. 

 

მომზადების წესი:

 

1.    კარტოფილი კარგად გარეცხეთ უხეში ჯაგრისით გამდინარე წყალში და დადეთ ქაღალდის პირსახოცზე, რომ შეშრეს. 

 

2.    მჭრელი დანით დასერეთ ისე, რომ კარტოფილი არ დაიშალოს. ფრთხილად წაუსვით მარილი კარტოფილის ყველა ფენას. მოაყარეთ პილპილი და ხმელი ქონდარი. 

 

3.    შაშხი დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩადეთ კარტოფილის ფენებს შორის. 

 

4.    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კარტოფილები მოათავსეთ ალუმინის ქაღალდებზე და სილიკონის ფუნჯით წაუსვით ზეთი. ზემოდან დაადეთ ნივრის ნაჭრები. 

 

5.    აცხვეთ დაახლოებით 25-30 წთ (მომზადების დრო დამოკიდებულია კარტოფილის ჯიშზე). შეგიძლიათ ზემოდან მოსართავად მწვანილი მოაყაროთ. 

 

 

2. რაგუ სოსისით და ბოსტნეულით - ირლანდიურად

 

 

თუ მაცივარში მოგრჩათ რამდენიმე სოსისი და ცოტაოდენი ბოსტნეულიც მოგეპოვებათ, მოამზადეთ ირლანდიური რაგუ.

 

ინგრედიენტები:

 

ხახვი 1 თავი (დაჭრილი).

მწვანე ხახვი 1 კონა.

ნიორი 2 კბილი.

კარტოფილი 600 გ.

ნებისმიერი სახეობის სოსისი  3-4 ცალი.   

 


წიწაკა დაფქული გემოვნებით.

ბეგქონდარა გამხმარი ½ ჩ/კ.

ოხრახუში ¼ ჭიქა. 

დაფნის ფოთოლი 1 ცალი.

 

მომზადების წესი:

 

1.    ტაფაზე შეწვით შუაზე გაჭრილი სოსისის ნაჭრები (ჯერ გაჭერით შუაში, შემდეგ სიგრძეზე). გადადეთ ცალკე. 

 

2.    ღრმა ტაფაში მოშუშეთ ხახვი, სანამ არ დარბილდება. ზემოდან დააყარეთ შემწვარი სოსისის ნაჭრები, დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, ბეგქონდარა, დაჭრილი ოხრახუში და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. 

 

3.    მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით ბულიონის ნახარში (შეგიძლიათ ცალკე გახსნათ ცხელ წყალში 2 კუბიკი ბოსტნეულის „გალინა ბლანკა“). 

 

4.    ჩააგდეთ 1 დაფნის ფოთოლი, დაახურეთ თავსახური და დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. 

 

 

3. კვერცხი ძეხვით და პომიდორით

 

 

 
ყველაზე მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი საუზმე, ან ვახშამი მაცივარში მორჩენილი ძეხვის ნაჭრებით, პომიდორით და კვერცხით. 

 

ინგრედიენტები:

 

კვერცხი 2 ცალი.

პომიდორი 1 ცალი.

ხახვი ნახევარი თავი.

ძეხვი „კრაკოვური“  50 გ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ძეხვი). 

 

  
ნიორი 1 კბილი.

მარილი, პილპილი გემოვნებით.

ზეთი 1 ს/კ.

 

მომზადების წესი:

 

1.    დაჭერით ხახვი, ძეხვი და პომიდორი. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი 2-3 წთ.

 

2.    დაუმატეთ ძეხვი და პომიდორის ნაჭრები. ყველა ინგრედიენტები შეწვით. 

 

3.    ჩაახალეთ კვერცხები, მოაყარეთ მარილი და პილპილი.  დაუმატეთ წვრილად დაკეპილი ნიორი და დაახურეთ ტაფას თავსახური. დაუწიეთ ცეცხლს და მოამზადეთ 3-4 წთ. 

 

4.    როდესაც კვერცხი შეიწვება, ზემოდან შეგიძლიათ ცოტაოდენი ოხრახუშიც მოაყაროთ.  

 

გემრიელად მიირთვით!