ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის არ შეიძლება მისი მიღება - ყველაფერი, რაც პრეპარატის გამოყენებამდე უნდა იცოდეთ - Gemrielia.ge

ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის არ შეიძლება მისი მიღება - ყველაფერი, რაც პრეპარატის გამოყენებამდე უნდა იცოდეთ

გახდომის მიზნით ბევრი ადამიანი ნახშირის აბებს იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ უზმოზე ნახშირის დალევა წონის კლებას იწვევს. ამ მიზნით ისინი სხეულის თითოეულ 10 კილოგრამზე 1 აბ აქტივირებულ ნახშირს სვამენ. მაგალითად: თუ წონა არის 80 კილოგრამი, ყოველ დილით უზმოზე იღებენ 8 აბ ნახშირს,

 

70 კილოგრამზე 7 აბს და ა.შ. ამ მეთოდით მკურნალობას 10 დღე განაგრძობენ, ისვენებენ 2-3 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ.

 

რა ხდება სინამდვილეში, მართლა უწყობს თუ არა ხელს ეს მეთოდი წონაში დაკლებას?! სინამდვილეში ნახშირი არ არის წონის დასაკლები საშუალება. ის არის ადსორბენტი, შთანთქავს ორგანიზმში წარმოქმნილ გაზებსა და მავნე ნივთიერებებს და გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები. სწორედ ამ მიზნით შეიძლება აღნიშნული პრეპარტის გამოყენება.

 

ნახშირის ფარმაკოლოგიური თვისებები

 

ამცირებს საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მეტალების მარილების, ალკალოიდებისა და გლიკოზიდების, სამკურნალო საშუალებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ გამოყოფას.

 

როდის გამოვიყენოთ

 

დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილების მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით... გააგრძელეთ კითხვა