როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად?
როგორ მოვიწესრიგოთ ქოლესტერინი - რა არის საჭირო ჯანსაღი სისხლძარღვების შესანარჩუნებლად?

ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,

 

ყველა ცდილობს, ამა თუ იმ მეთოდით გაიხანგრძლივოს ახალგაზრდული ფიზიკური შესაძლებლობები, ჯანმრთელობა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჩვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული გულისა და სისხლძარღვების სიჯანსაღეზე. სისხლძარღვთა პათოლოგიური ცვლილებები კი მთელ რიგ დაავადებებს უდევს საფუძვლად.

 

დღეს ყველასთვის ცნობილია, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. რატომ ვითარდება ათეროსკლეროზი?

 

არსებობს ათეროსკლეროზის მრავალი მიზეზი. მათ სხვანაირად ათეროსკლეროზის რისკფაქტორებს უწოდებენ. სიტყვა "რისკფაქტორი" აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორები ზრდიან ათეროსკლეროზის აღმოცენების რისკს.

 

• ასაკი. ასაკთან ერთად ათეროსკლეროზის რისკიც იზრდება. ათეროსკლეროზის რისკი საგრძნობლად იწევს მაღლა 45-50 წლის შემდეგ.

 

• გენეტიკური განწყობა . ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული. მიჩნეულია, რომ სწორედ გენეტიკური განწყობაა ათეროსკლეროზის შედარებით ნაადრევად, 50 წლამდე, დაწყების მიზეზი. 50 წლიდან კი მემკვიდრეობა ნაკლებ როლს ასრულებს.

 

• თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა ზრდის დაავადებათა მთელი წყების, მათ შორის - ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის, გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობას.

 

• არტერიული ჰიპერტენზია. ის ათეროსკლეროზის განვითარების დამოუკიდებელი ფაქტორია. არტერიული წნევის აწევის ფონზე იმატებს ცხიმებით არტერიების კედლების ინფილტრაცია, რაც ათეროსკლეროზის საწყისი ეტაპია. თავის მხრივ, ათეროსკლეროზიც ზრდის არტერიული წნევის მატების რისკს არტერიების ელასტიკურობის დაქვეითების გამო... გააგრძელეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
13 ოქტომბერი, 2021
ნანახია: 336