როგორ შევწვათ ქათმის ფილე ტაფაზე ისე, რომ არ გამოშრეს - რჩევები ქართველი დიასახლისებისგან
ყველასათვის საყვარელ ქათმის ხორცს რომ თავისებური მომზადების წესები სჭირდება, იცოდით? დიასახლისები აწყდებიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა ხორცის გამოშრობა. არადა, ხორცი ხომ აუცილებლად წვნიანი და გემრიელი უნდა იყოს? ამიტომაც, გთავაზობთ ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრების გამოცდილ ხერხებს.
„თხლად დაჭრილი ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში, შეწვით (დიდი ხანი არ სჭირდება) და ბოლოს მოასხით ლიმონი. უგემრიელესია და რბილიც. ასევე შეგიძლიათ ამოავლოთ კვერცხში, შემდეგ საფანელში და შეწვათ. (იტალიაში გათქვეფილ კვერცხში გახეხილ პარმიჯანოსაც უმატებენ)“ – დალი მეტრეველი.
„ქათმის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და დაამატეთ გახეხილი ხახვი. შედგით მაცივარში ორი საათით, თუ გინდათ უფრო მეტი დროით. შეგიძლიათ ცოტა მაწონიც დაამატოთ. შემდეგ შეწვით ტაფაზე. ზეთი ბევრი არ უნდა„ –ნატა ლაბაძე.
„ქათმის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად (არა კუბიკებად), ათქვიფეთ ერთი ცალი კვერცხი, დაუმატეთ ერთი ცალი დაჭყლეტილი ნიორი და სუნელები სურვილის მიხედვით (სვანური მარილიც უხდება). ამოავლეთ ფილე, ამ მასაში შეწვით ტაფაზე. წვნიანიც არის და გემრიელიც“ – თიკო ბანძელაძე.
„კვერცხი, ერთი ლიმონის წვენი, მარილი, შავი წიწაკა, ყვითელი გარციცა ათქვიფეთ კარგად, ცოტა ზეთთან ერთად. დაბეგვეთ და დაჩხვლიტეთ ჩანგლით ფილე, ჩააწყვეთ ორი–სამი საათი, ცალკე თეფშზე, სუხარში ამოავლეთ და ცხელ ზეთიან ტაფაში შეწვით. არც გამომშრალია და არის ხრატუნა. თუ ბევრს ამზადებთ, ორი კვერცხი და ერთი ლიმონი უნდა დაამატოთ“ – ჯულიეტა წამალაშვილი.
„ლუდში ცოტა ფქვილი ათქვიფეთ, ამოავლეთ მასში და ზეთიან ტაფაზე შეწვით, უგემრიელესია. არანაირი სიმშრლე“ – თინიკო
„ტაფაზე ცოტა ზეითუნი დაასახით, 1კბილი ნიორი, დადე ფილეც, ცოტა ადროვეთ, ოდნავ შეიბრაწოს და ცხელი წყალი დაასხით ისე, რომ მთლად არ დაიფაროს, ცოტა მარილიც და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ. წყლის დაშრობა ბოლომდე არ აცალოთ, რბილიც გამოდის“ – ლალი გიორგაძე.