როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის რჩევები - Gemrielia.ge

როდის წყვეტს ბავშვი სიმაღლეში ზრდას და რა სახის ჩარევაა შესაძლებელი - ენდოკრინოლოგის რჩევები

ზოგჯერ მშობლები წუხან, რომ მათი შვილი თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება. სიმაღლეში ზრდის პრობლემა საყურადღებოა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში ჩარევას სქესობრივ მომწიფებამდე აქვს აზრი. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლემა ამ დროს და ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ისინი, ამ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე საუბრობს.
 

 

- სიმაღლე ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გენეტიკაზე. როცა ენდოკრინოლოგები ვცდილობთ, რომ გამოვითვალოთ, რა არის კონკრეტული ბავშვისთვის ნორმა, რა თქმა უნდა, ვითვლით მშობლების სიმაღლიდან გამოდინარე. ამისთვის სპეციალურ ფორმულას ვიყენებთ. ფორმულა ასეთია: (დედის სიმაღლეს + მამის სიმაღლე) : 2.

თუ ვაჟია, ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 6.5 სმ, თუ გოგონაა, უნდა გამოვაკლოთ 6.5 სმ. მიღებული რიცხვი +/- 5 სმ-ან დიაპაზონში არის ბავშვის გენეტიკურად განპირობებული მოსალოდნელი სიმაღლე.

გარდა ამისა, გენეტიკისა და გარემოს ურთიერთქმედება გვაძლევს პაციენტის კონკრეტულ სიმაღლეზე ინფორმაციას. გარემოში იგულისხმება კვება, ზოგადი ჯანმრთელობა, რამდენად სოციალურად მშვიდ და ბედნიერ ოჯახში ცხოვრობს ბავშვი. ზრდის პროცესი, მოზარდების შემთხვევაში, დამოკიდებულია, რა ასაკში დაეწყოთსქესობრივი მომწიფება. სქესობრივი მომწიფების პერიოდს სიმაღლეში სწრაფი ზრდა ახასიათებს. ხოლო ამ პროცესის დასრულების შემდეგ სიმაღლეში ზრდაც სრულდება.

 

- შეიძლება სქესობრივი მომწიფება პრეპარატით შევაჩეროთ, რათა ბავშვს მეტი საშუალება მივცეთ გაზრდისთვის?

 

- წესით, გოგონებში 8 წლამდე და ვაჟებში 9 წლამდე არ უნდა დაიწყოს სქესობრივი მომწიფების ნიშნები. პირველ რიგში, უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი, რატომხდება ნაადრევი მომწიფება. თუ ეს ჭეშმარიტი პროგრესირებადი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაა, მაშინ შესწავლის შემდეგ დგება საკითხი, შევაჩეროთ თუ არ შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, ეს ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით ხდება.

 

mshoblebi

 

- რა რისკები ახლავს პრეპარატის გამოყენებას?

 

- სპეციფიური სამკურნალო პრეპარატი უმეტესად ინექციის სახით კეთდება 28 დღეში ერთხელ, თუმცა ეს არის იშვიათი, ძალიან კარგად გამოკვლეული შემთხვევები. ხშირად შეიძლება რაიმე სიმსივნური პათოლოგია აღმოჩნდეს თავის ტვინში, რომელმაც ნაადრევი მომწიფება ეს გამოიწვია და სიმსივნის მოცილების შემდეგ, შესაძლებელია პრობლემაც ამოიფხვრას. თუმცა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შეჩერება მთელ მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, განსაკუთრებით გოგონებში. პრეპარატს ძალიან მინიმალური რისკები აქვს. შეჩერება ხდება უმეტესად 2 ან მეტი წლის განმავლობაში პაციენტის ასაკიდან გამომდინარე. ჯანმრთელ ბავშვებში სქესობრივი მომწიფების პერიოდი 2-დან 3 წლამდე გრძელდება. ძირითადად, ეს პერიოდი სწრაფი ზრდითა და სხეულის სწრაფი ცვლილებებით ხასიათდება. სქესობრივი მომწიფება რომ დასრულდება, ძალიან მალე სიმაღლეში ზრდის პროცესიც სრულდება. ამიტომ, თუ სიმაღლესთან დაკავშირებით რაიმე პრობლემაა, თუ ბავშვი ტანდაბალია, სქესობრივ მომწიფებას არ უნდა დაველოდოთ. უნდა შევაფასოთ, რაიმე მნიშნელოვანი ნივთირების, ვიტამინის, მიკროელემნეტის დეფიციტი ხომ არ აქვს, არის თუ არა ზოგადად ჯანმრთელი. სქესობრივი მომწიფების დასრულების, ლულოვანი ძვლების ძვალსაზრდელების გაძვალების შემდეგ აღარაფერი შეგვიძლია. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა 15-16 წლის გოგონა მოდის დაწუხს, რომ სიმაღლეში აღარ იზრდება. როცა ჩავეკითხებით, როდის დაეწყო ციკლი, გვპასუხობს, რომ 11-12 წლის ასაკში. ციკლის მოსვლიდან, დაახლოებით 2 წელიწადში ზრდა პაციენტების უმეტესობაში დასრულებულია. იმ დროს უკვე გვიანია ამაზე დარდი. თუ ოჯახს აწუხებდა და ხედავდა, რომ, თანატოლებთან შედარებით, გამორჩეულად ტანდაბალი იყო, ვიდრე მომწიფების ნიშნები დაეწყებოდა, მანამ უნდა მიექცია ყურადღება. ყველა ასაკს გარკვეული ზრდის ტემპი ახასიათებს. მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვი 5-დან 7 სანტიმეტრამდე უნდა იზრდებოდეს წლის განმავლობაში. თუ მაგალითად, ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება, მკურნალობს სტეროიდული ან ციტოტოქსიური პრეპარატებით და სხვადასხვა ფაქტორმა გამოიწვია სიმაღლეში ზრდის ტემპის შეჩერება, მალევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ საბოლოო სიმაღლის ოპტიმიზაცია შევძლოთ... გააგრძელეთ კითხვა