myquiz

„თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე...“ - 33 წლის ადელი ამხელს, როგორ დაიკლო 45 კგ 2 წელიწადში - Gemrielia.ge

„თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე...“ - 33 წლის ადელი ამხელს, როგორ დაიკლო 45 კგ 2 წელიწადში

ბრიტანელი მომღერალი ადელი, რომელიც 6-წლიანი პაუზის შემდეგ სცენას აქტიურად დაუბრუნდა, პირველად ყვება იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო 45 კილოგრამი.

 

ადელის საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ პირველად 2019 წელს შეიტყო საზოგადოებამ, როდესაც მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოში მხოლოდ სახე ჩანდა, აშკარა იყო, რომ მომღერლის გარეგნობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამას მოჰყვა 32 წლის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო 2020 წელს, რომელშიც ადელის იდეალური ფორმები კარგად გამოჩნდა.

 

 

იმავე წელს ადელმა ერთ-ერთი იუმორისტული შოუს მონოლოგი ამ სიტყვებით დაიწყო: ვიცი, რომ სხვანაირად გამოვიყურები... მაგრამ, რეალურად, ეს ყველაფერი კოვიდრეგულაციების გამოა. მსუბუქად უნდა მემგზავრა და ჩემი მხოლოდ ერთი ნახევრის მოყვანა შემეძლო, მე კი ეს ნახევარი ავირჩიე,“ - თქვა ადელმა.


2021 წელს თავის 33-ე დაბადების დღეზე ადელმა კიდევ ერთხელ გააოცა თავისი გულშემატკივრები და მთელ მსოფლიოს ერთი შეკითხვა გაუჩნდა: როგორ მიაღწია ადელმა ასეთ ფორმებს?

 

 

ადელის საოცარი ფორმები, პირველ რიგში, მისი ვარჯიშის რეჟიმის დამსახურებაა. ბრიტანული „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადელი ამბობს, რომ კარანტინის პერიოდში კვირაში სამჯერ ვარჯიშობდა - დილას ვარჯიშით იწყებს, შუადღეს სეირნობს ან ბოქსით კავდება, საღამოს კი კარდიო ვარჯიშებს უთმობს. სახლის ვარჯიშების გარდა, ადელი ფიტნესდარბაზებსაც ხშირად სტუმრობს.

 

როგორც ადელი აღნიშნავს, ვარჯიში არა იმდენად წონის კლების, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დაიწყო: „ვარჯიშის დაწყების უპირველესი მიზეზი ჩემი შფოთვა იყო, ვარჯიშის დროს თავს უკეთესად ვგრძნობდი...“ ასევე, ამატებს: „თუ ახლა იმაზე მეტს ვჭამ, ვიდრე ადრე, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს ვვარჯიშობ“.

 

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი დიეტის შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფს და თავის შედეგებს მხოლოდ ვარჯიშს მიაწერს, სოციალურ ქსელში ცნობილი Sirtfood დიეტის შესახებ წერენ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი ჰარი ქორწილის წინ იცავდა.

 

მართალია, ადელი არ ადასტურებს, რომ Sirtfood დიეტით დაიკლო წონაში, მაგრამ ბრიტანელ თუ ამერიკელ ვარსკვლავებს შორის ეს დიეტა ნამდვილად დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

რა არის Sirtfood დიეტა?

 

სირტუინის დიეტა ჯანსაღ კვებას და გარკვეულ შეზღუდვებს გულისხმობს. სირტუინის ცილით მდიდარი საკვებია:
ვაშლი, ციტრუსები, წითელი ღვინო, წიწიბურა, ნიგოზი, შავი შოკოლადი, მოცვი, სოიო, წითელი ხახვი, კომბოსტო, ზეითუნის ზეთი და ა. შ.

 

რა შეგიძლიათ მიირთვათ სირტუინის დიეტის დროს დღის განმავლობაში?

 

თუკი სირტუინის დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, შემოგთავაზებთ საუზმის, სადილისა და ვახშმის იდეებს:

 

საუზმე

 

საუზმე შეიძლება იყოს დიდი ჭიქა სუპერ ჯანსაღი მწვანე წვენი - რკინით მდიდარი მწვანილეულობის ნაზავი. ფოთლოვანი კომბოსტო, ნიახურის ღეროები, მწვანე ვაშლი, მაჩა და ცოტა ლიმონი შეგიძლიათ დააბლენდეროთ და სმუზიც მზად არის.

 

 

ლანჩი

 

ლანჩისთვის გემრიელი შაკშუკას მომზადება შეგიძლიათ კვერცხით, პომიდვრითა და ქეილით (ხუჭუჭა კომბოსტოთი). ეს ნოყიერი კერძი ძალიან გემრიელია და კარგადაც დაგანაყრებთ.

 

 

სადილი

 

სადილისთვის პასტა შეგიძლიათ მიირთვათ, გჯერათ? ოღონდ ამ დიეტას თუ დაიცავთ, წიწიბურას ფქვილისგან მომზადებული პასტის გამოყენება აჯობებს, რათა მაქსიმალურად დაბალკალორიული იყოს. სოუსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ხახვი, ნიორი, ოხრახუში, პომიდორი და თეთრი ღვინო.