myquiz

როგორ შეფუთვაში ინარჩუნებს საწებელი, თხილეული და მარცვლეული და სხვა პროდუქტები უფრო ხანგრძლივ ვადას? - Gemrielia.ge

როგორ შეფუთვაში ინარჩუნებს საწებელი, თხილეული და მარცვლეული და სხვა პროდუქტები უფრო ხანგრძლივ ვადას?


შეფუთვა პროდუქტის ვადის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია. ხშირად, საკვებში საკმაოდ ბევრს ვიხდით, თუმცა არასწორი შეფუთვის გამო, მისი მოხმარების ვადა მცირდება.

 

გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ინფორმაცია რამდენიმე ხშირად მოხმარებადი პროდუქტის შესახებ, რომელიც სასურველია,  Stand up Pouch-ის შეფუთვაში შეიძინოთ.

 

რა არის  Stand up Pouch და რა უპირატესობები აქვს მას?

 

ეს არის იგივე „ფეხზე დამდგარი“ ან „ზიპიანი შეფუთვა“, რომელიც უკეთ ილუქება, საკვებს პირვანდელ გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს და მოხმარების ვადასაც მაქსიმალურად უხანგრძლივებს. ამასთან,  Stand up Pouch-ით შეფუთული პროდუქტის შენახვა და ტრანსპორტირება უფრო მოსახერხებელია. 

 

საინტერესოა, რომელი პროდუქტის შეძენა სჯობს „ფეხზე დამდგარ შეფუთვაში“? - ესენია როგორც თხევადი - საწებელი, მაიონეზი, მდოგვი, შესქელებული რძე, სოუსები (სარეცხი საშუალებებიც კი) ისე მშრალი - მარცვლეული, ჩირი, თხილეული, ჩიფსები, ბოსტნეული, ჩაი, ყავა.

 

 

ზიპიან შეფუთვაში აღნიშნული პროდუქტები დიდხანს ინარჩუნებს ვადას და რაც მთავარია, მათი სხვა ჭურჭელში გადატანა აღარ არის საჭირო, რაც მომხმარებლისთვის მოსახერხებელია.  Stand up Pouch-ის შემთხვევაა, როცა უმჯობესია, პროდუქტი პირვანდელ შეფუთვაში დატოვოთ და მის გაფუჭებაზე არ იდარდოთ. 

 

იცოდით, რომ  Stand up Pouch შეფუთვით გარემოსაც ვიცავთ? მის დასამზადებლად ნაკლები მასალა, ენერგია და წყალი გამოიყენება. გარდა ამისა, მისი წონისა და კომპაქტურობის გამო ტრანსპორტირება უფრო მარტივია, რაც ბიზნესს დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვის საშუალებას აძლევს. აღნიშნული შეფუთვის ხარისხი და ვიზუალი კი საბოლოო ჯამში მომხმარებლის ყურადღებას უფრო მეტად იქცევს, რაც გაყიდვებზე დადებითაც აისახება. ხუთ ძირითად ფაქტორს შორის, რაც პროდუქტის შეძენის გადაწყვეტილებას განაპირობებს, მოწინავე პოზიციაზე ხარისხია (ხარისხი, რეპუტაცია, ინოვაციურობა, უსაფრთხოება, კონკურენტისთვის შედარება).  Stand up Pouch კი მომხმარებელს ვიზუალით „ეუბნება“, რომ საქმე ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელთან აქვს. 
 

 

პროდუქციის ვადის მაქსიმალური ხანგრძლივობისა და მისი გემოვნური თვისებების შენარჩუნების გარდა,  Stand up Pouch მოსახერხებელია ბავშვებისთვის. 

 

ხილის საბავშვო წვენებს მწარმოებლები სწორედ ამგვარ შეფუთვაში ასხამენ, რადგან ბავშვისთვის უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელია და მშობელს პროდუქტის უფრო სუფთად და ხანგრძლივად შენახვა შეუძლია.

 

Stand up Pouch-ის შეფუთვების დამზადებაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „კოლორ ჯგუფია“, რომელიც ხარისხიანი მასალებითა და თანამედროვე დანადგარებით გამოირჩევა. კომპანია ემსახურება როგორც დიდ ბიზნესს, ისე ხელს უწყობს სტარტაპებს, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მათგან მცირეტირაჟიან შეკვეთებსაც იღებს. 

 

„კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, რომ ბაზარზე არსებული ბევრი მაღალი რეპუტაციის მქონე მწარმოებლის შეფუთვები სწორედ მათ კომპანიაშია დამზადებული.
 

 

„მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივ წარმოებაში „ზიპიანი შეფუთვები“ ასეთი პოპულარული ხდება. მომხმარებელმა გაიგო, რომ მსგავსი შეფუთვა უკეთესია და ბიზნესიც აღნიშნულ მოთხოვნას ფეხდაფეხ აჰყვა. რეალურად, ამგვარი შეფუთვა პროდუქტის საუკეთესო თვისებების შესანარჩუნებლად მართლაც საუკეთესოა და ბევრი საერთაშორისო ავტორიტეული კომპანია სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას“, - განმარტეს „კოლორ ჯგუფში“.