კრემ–ყველის სასარგებლო თვისებები და 3 განსხვავებული რეცეპტი მისი გამოყენებით - Gemrielia.ge

კრემ–ყველის სასარგებლო თვისებები და 3 განსხვავებული რეცეპტი მისი გამოყენებით

 
თუ თქვენ კულინარიაში ახალ არომატებსა და საინტერესო რეცეპტებს ეძებთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაიწყოთ კრემ–ყველის მოხმარება. ეს არის ნაზი სტრუქტურის, ნეიტრალური გემოს, სასიამოვნო არომატის მქონე პროდუქტი, რომელიც სხვადასხვაგვარად შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

 

განსაკუთრებული გემოვნური თვისებების გარდა, კრემ–ყველი სარგებლიანობითა და სიჯანსაღით გამორჩეული პროდუქტიცაა. ის რძისა და ნაღებისგან მზადდება. წამოების დროს გამოიყენება რძემჟავა ფერმენტები, რომლებიც კუჭ–ნაწლავში კეთილ ბაქტერიებად გარდაიქმნებიან და ანტიბაქტერიულ ფუნქციას ასრულებენ. კრემ–ყველი მდიდარია A ვიტამინით, რომელიც იმუნიტეტის გაძიერებაში უდიდეს როლს ასრულებს. ის რიბოფლავინის იგივე ვიტამინ B2–ის კარგი წყაროა. პროდუქტი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ფოსფორსა და კალციუმს. მის შემადგენლობაში მცირე რაოდენობით ლაქტოზა შედის და შესაბამისად, მარტივად მოსანელებელია. სხვადასხვა ბრენდი კი სრულად ულაქტოზო კრემ–ყველასაც აწარმოებს. 

 

 

ზოგადად, ბაზარზე კრემ–ყველი შედარებით ახალი პროდუქტია, თუმცა ის რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია. „არლას“  კრემ–ყველი, რომელსაც „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელში შეიძენთ, დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან, ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. გამოირჩევა თავისი განსხვავებული გემოთი, რასაც თავად მწარმოებელი ბრენდიც განსაზღვრავს. „არლა“ დანიური ბრენდია. კვების პროდუქციის წარმოება სკანდინავიის ქვეყნებში კი ხასიათდება მაღალი პროდუქტიულობით, მაღალი სტანდარტებითა და საშუალოზე მაღალი ხარისხით. 

 

საქართველოში კრემ–ყველს, როგორც წესი, ჩიზქეიქების გასაკეთებელად იყენებენ ხოლმე. თუმცა რეალურად, ეს არის პროდუქტი, რომელსაც ასეთი შეზღუდული გამოყენება არ აქვს. ის არის იდეალური პროდუქტი სწრაფი წახემსებისთვის და საუკეთესო ინგრედიენტი სხვადასხვა რეცეპტისთვის. რამდენიმე რეცეპტს კი ახლა შემოგთავაზებთ.

 

კრემ-ყველის ტარტი

 

 

ინგრედიენტები ცომისთვის:

 

•    75 გრ მარილიანი კარაქი

•    ½ საშუალო კვერცხი

•    1 კვერცხის გული

•    125 გრ ფქვილი

•    15 გრ სიმინდის სახამებელი

•    15 გრ ნუშის ფქვილი

•    25 გრ გახეხილი პარმეზანის ყველი

•    მწიკვი მარილი

 

ინგრედიენტები კრემისთვის:

 

•    300 გრ Arla-ს კრემ-ყველი

•    100 გრ ლორი

•    100 ტუნა.

•    3 ჩაის კოვზი პესტო

 

მომზადება:

 

ოთახის ტემპერატურის კარაქი დაჭერით პატარა კუბიკებად და აურიეთ მიქსერით, შემდეგ დაამატეთ კვერცხი და კვერცხის გული და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი, ნუშის ფქვილი, გახეხილი პარმეზანი და მარილი. მიღებული მასა შეურიეთ კარაქის მასას და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მოათავსეთ მაცივარში და დატოვეთ 1 საათის განმავლობაში. გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქეზე, გაჭერით მრგვალ ფორმებად და მოათავსეთ ტარტის ფორმებში. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 12-15 წუთი  180 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემის მოსამზადებლად:

 

დააბლენდერეთ ლორი, შემდეგ ცალკე დააბლენდერეთ თინუსი. დაგჭირდებათ 3 პატარა თასი, სადაც უნდა მოათავსოთ 100-100 გრ Arla-ს კრემ-ყველი, ერთში შეურიეთ ლორი, მეორეში თინუსი, ხოლო მესამეში პესტო. თითოეული მათგანი კარგად თქვიფეთ მუსის მასის მიღებამდე. შემდეგ მორთეთ გამოცხვარი ფორმები.

 

კრემ-ყველის დესერტი ფენოვანი ცომით

 

 

ინგრედიენტები ცომისთვის:

 

•    250 მლ თბილი წყალი

•    1 ს/კ მარილი

•    1 ს/კ შაქარი

•    1 ს/კ არაყი

•    1 ს/კ ძმარი

•    1 ს/კ ზეთი

•    1 კვერცხი

•    3 ჭიქა ფქვილი

•    250 გრ ლურპაკის კარაქი

 

ფენოვანი ცომის მომზადება:

 

წყალს შეურიეთ მარილი, შაქარი, არაყი, ძმარი, ზეთი და კვერცხი. გააერთიანეთ მასა და შეაზილეთ ფქვილი. მყარი ცომის მასას რომ მიიღებთ, 1 საათი გააჩერეთ. გააბრტყელეთ და გადაუსვით 50–70 გრ კარაქი მთლიან ზედაპირზე. დაკეცეთ ცომი და შედგით მაცივარში. 1 საათში გამოიღეთ, გააბრტყელეთ და კვლავ გადაუსვით კარაქი. ასე გაიმეორეთ 3-4 ჯერ, ბოლოს ცომი კვლავ 1 საათი გააჩერეთ და ცხობისთვის უკვე მზადაა.

 

ინგრედიენტები კრემისთვის:

 

•    არლას კრემ-ყველი 500 გრ 

•    შაქრის ფხვნილი 200 გრ + თავზე მოსაყრელად

 

კრემის მომზადება:

 

ათქვიფეთ კრემ–ყველი და დაუმატეთ შაქრის ფხვნილს. ჰაეროვანი მასა უნდა მიიღოთ. 
ინგრედიენტები ლიმონის კრემისთვის:
•    2 ლიმონის ცედრა
•    150 მლ ლიმონის წვენი 
•    4 კვერცხი
•    150 გრ კარაქი 
•    2 ს/კ სიმინდის სახამებელი
ლიმონის კრემის მომზადება:
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს და დადგით ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში. 
გულსართი: 
•    თქვენვის სასურველი ხილის ნაირსახეობა
•    50 გრ შაქრის ფხვნილს +2 ს/კ რძე მოსართავად

•    ნუშის ფანტელი
აწყობა:
მართკუთხა ან ოთკუთხა ფორმებად დაჭერით ფენოვანი ცომი, გულში წაუსვით კრემ–ყველი, მასზე დააწყვეთ გაყინული ხილი და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20-30 წუთი. გამომცხვარი დესერტი გამოიღეთ ღუმელიდან, მოასხით ზოლებად ლიმონის კრემი, მოსართავად მოასხით შაქრის გლაზური და მოაყარეთ ნუშის ფანტელი.

 

სტაფილოს ნამცხვარი გაყინული კრემ–ყველით 

 

 

ინგრედიენტები:

 

•    ¾ ჭიქა კარაქი

•    1½ ჭიქა ყავისფერი შაქარი

•    3 ცალი კვერცხი

•    1½ ჭიქა ფქვილი

•    2 ჩაის კოვზი დარიჩინი

•    2 ჩაის კოვზი სოდა

•    5 წვრილად გახეხილი სტაფილ

•    ½ ჭიქა დაჭრილი ნიგოზი

•    ½ ჭიქა ქიშმიში

•    1 ჭიქა Arla-ს კრემ-ყველი

•    2 სუფრის კოვზი წყალი

•    ½ ჭიქა შაქრის პუდრა

•    2 ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონი

•    2 ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა

 

მომზადება:

 

კარგად ათქვიფეთ კარაქი, შაქარი და კვერცხი. ხორბლის ფქვილი, დარიჩინი და სოდა აურიეთ ერთმანეთში და შეურიეთ კარაქის მასას, შემდეგ დაამატეთ გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში. ცომი გაანაწილეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 150°C ტემპერატურაზე.

 

Arla-ს კრემ-ყველს შეურიეთ წყალი, შაქრის პუდრა, ლიმონის ცედრა და წვენი. კრემი მზადაა. წაუსვით გაციებულ ნამცხვარს და გააფორმეთ დაჭრილი ნიგვზითა და ლიმონის ცედრით.