„როგორ გავიყვანო კატლეტის შეწვის დროს ლამის ყველაფერში გამჯდარი სუნი?“ – რჩევები დიასახლისებისგან
კატლეტი ყველას გვიყვარს, მაგრამ რა მოვუხერხოთ იმ სუნს, რომელიც მისი შეწვის შემდეგ რჩება მთელ სახლში? იმ შემთხვევაში, როდესაც არც გამწოვი და არც რაიმე სხვა სახის განიავება შველის ამ პრობლემას. გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ:
„ყავა დაყარეთ თეფშზე და დაწვით, არანაირი სუნი აღარ იქნება“ - ლაურა ცეცხლაძე.
„ეს მეთოდი ამერიკაში ვისწავლე – სანთელი დაწვით, მსხვილი, სურნელოვანი. 20 წუთი დაელოდეთ და აღარ იქნება სუნი. ამ სანთლის დანიშნულება ეს ყოფილა“ – ხათუნა ფოჩხუა.
„ლიმონი გაჭერით, დადეთ გაზზე და შეწვით. ასე ვაქრობ თევზის სუნსაც“ – ნინო ქობალია.
„უსიამოვნო სუნის გასაქრობად გირჩევთ დაფნის ფოთოლი დაწვათ“ – მზია.
საუკეთესო კატლეტის რეცეპტები იხილეთ აქ....