6 პროდუქტი, რომლებზეც თანხა არ უნდა დაზოგო - Gemrielia.ge

6 პროდუქტი, რომლებზეც თანხა არ უნდა დაზოგო

მსოფლიო მასშტაბის, მთლიანად ქვეყნისა თუ ცალკეული ოჯახის, ეკონომიკური კრიზისი გვაიძულებს ვეძებოთ ხარჯის შემცირების გზები, მათ შორის, კვების ხარჯზეც. არის პროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეიძლება ამოიღოთ რაციონიდან ან უფრო ბიუჯეტურით ჩაანაცვლოთ, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთა რაციონიდან ამოღებას ან იაფი ანალოგით ჩანაცვლებას ექიმები კატეგორიულად არ გვირჩევენ. 


 


გეტყვით, რომელ საკვებ პროდუქტზე არ შეიძლება თანხის დაზოგვა კრიზისის დროსაც კი, რომ საკუთარი ჯანმრთელობით არ გადაიხადოთ.


 

1. ხორცი

 




ხორცპროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, რადგან დიდი ოდენობით ცილას შეიცავს. ცილა ადამიანის ორგანიზმმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს. იაფფასიანი ხორცპროდუქტების მიღებისგან არანაირი სარგებელი არ იქნება, სამაგიეროდ, ყველა შესაძლო მავნე დანამატების მიღება გარანტირებულია. ცნობილია, რომ დაბალფასიანი ხორცპროდუქტების გემოს გასაუმჯობესებლად და პროდუქტის შენახვის ვადის გასაზრდელად მწარმოებლები კანცეროგენებს იყენებენ, წარმოების პროცესში ხორცს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით ამუშავებენ, რომ მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ასეთი პროდუქტის მონელების დროს ნაწლავებში გამოიყოფა ტოქსინები, რომლებიც ზემოქმედებს ორგანოებზე. როგორც ცნობილია, უხარისხო ხორცს შეუძლია კიბოს, ქრონიკული ართრიტის პროვოცირება და საჭმლის მონელების პრობლემების გამოწვევა. 


 


საქონლისა და ღორის ხორცის გარდა, ძალიან კარგია ინდაურის ხორცით მომზადებული პროდუქტები, რომლებიც ნაკლებ ცხიმს შეიცავს, ძალიან ნოყიერი და შედარებით ბიუჯეტურია. უმაღლესი ხარისხის უგლუტენო ხორცპროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია ELPOZO-ს სრული ასორტიმენტი ინდაურის და ღორის გაუყინავი ხორცით მზადდება და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ხორცის ხარისხს განაპირობებს არა მხოლოდ მისი დამუშავების მეთოდები, არამედ ცხოველების მოვლის ფაქტორიც. „ელპოზო“ ცნობილია საკუთარი ფერმებითა და მინდვრებით, სადაც თავად მოჰყავს ცხოველების საკვები. ფერმებში ცხოველები იკვებებიან ნატურალური სიმინდით, რკოთი და ქერით. „ელპოზო“ ამრავლებს შავი ღორის უნიკალურ ჯიშს - „იბერიკოს“ და უქმნის ისეთ პირობებს, როგორც ბუნებრივად, ტყეში ექნებოდათ. „ელპოზოს“ ხორცპროდუქტები არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებისა და გლუტენს. 


 


 

2. ყველი

 


 
მაღაზიის თაროებზე ყველის მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ. მთლიანი თავებიდან დაწყებული - პურზე წასასმელი ყველით დამთავრებული. ზოგი შეიძლება იაფი ღირდეს, ზოგიც გაცილებით ძვირი, მაგრამ განსხვავება მხოლოდ ფასში არ არის. იაფფასიანი ყველის პროდუქტი ძირითადად რძის ცხიმისგან შედგება, რომელიც გადის დამუშავებას, ცხიმი ქიმიურად აქტიურდება, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას კი რეაქციაში შედის უჯრედებთან და ქსოვილებს ანადგურებს. ასე რომ, თუ თქვენთვის ჯანმრთელობა ძვირფასია, ჯობს შედარებით იშვიათად იყიდოთ ნატურალური ყველი, ვიდრე ის იაფფასიანი ყველით ჩაანაცვლოთ. 


 


თუ საუკეთესო ხარისხის რძისგან დამზადებული ყველის დაგემოვნება გსურთ, არჩევანი ჰოლანდიური რძის ნაწარმის მწარმოებელ კომპანია Frico-ზე შეაჩერეთ. ჭეშმარიტი, ტრადიციული და განსხვავებული გემოს შესაქმნელად გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ. ყველაზე ცნობილი ყველის სახეობები - „გაუდა“, „მაზდამი“ და „ედამი“, მთელს მსოფლიოშია ცნობილი და შეფუთვაზე ორიგინალი წარმოშობის მედალიც აქვს დატანილი. 


 


 

3. რძე

 


 
ძალიან დაბალფასიანი რძე შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია. თვითღირებულების დასაგდებად მწარმოებლები ხშირად წყლით აზავებენ მას, იყენებენ რძის ფხვნილს, ან მცენარეულ ცხიმებს უმატებენ. რაც უფრო საშიშია, იაფფასიან რძეში არაერთხელ უპოვიათ ნაწლავის ჩხირი. რძის დაბალი ფასი ყოველთვის თავად მიგვანიშნებს შესაბამისს ხარისხზე. 


 


ვალიო რძის ნაწარმის მწარმოებელი, ხანგრძლივი ისტორიისა და გამოცდილების მქონე, ფინური კომპანია. "ვალიოს" კომპლექსში ძროხები იკვებებიან ბუნებრივ პირობებში ამოსული ბალახით, რომელიც ყოველგვარი დანამატის გარეშე იზრდება. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ "ვალიოს" რძე არის ძალიან მაღალი ხარისხის და ერთ-ერთი უსუფთავესი ევროპაში. ვალიოს პროდუქტების განვითარების ექსპერტი, რომელიც ულაქტოზო რძის პროდუქტების ინოვატორი იყო, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.


 


 

4. ზეითუნის ზეთი

 


 



ხარისხიანი ზეითუნის ზეთი შეუძლებელია იაფი იყოს, რადგან 1 ლიტრის მომზადებისთვის საჭიროა დაახლოებით 5 კილოგრამი ზეითუნი. თუ ზეთის ფასი მაცდურად დაბალია, დიდი ალბათობით, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა თავის პროდუქტს იაფფასიანი მცენარეული ზეთები დაუმატა. ასეთი ზეთი არა მხოლოდ კარგავს ბუნებრივ გემოსა და სარგებელს, არამედ შეუძლია ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი. უხარისხო ზეთი ზოგჯერ პლასტმასის ბოთლებითაც იყიდება. ასეთი შეფუთვა მინაზე იაფია, მაგრამ მთლიანად კლავს ზეთის ყველა ღირებულ თვისებას. 


 


ცხიმები და ზეთები ორგანიზმს აწვდის საჭირო ენერგიას და უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავების, ომეგა 3-ის, ომეგა 6-ისა და ომეგა 9-ის ჩართულობას ორგანოების ფუნქციონირებისთვის. უმაღლესი ხარისხის მცენარეულ ზეთებს აწარმოებს იტალიური კომპანია ZUCCHI, რომელიც საქართველოშიცაა ხელმისაწვდომი და  ასორტიმენტში შედის: ზეითუნის, რაფსიდის ყვავილის, გოგრის თესლის,სეზამის, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთები. „ზუჩის“ ასორტიმენტშია ცივად დაწურული Extra Virgin ზეითუნის ზეთი, ამიტომ ზეთს ყოველთვის აქვს ზეთისხილის გემო და არომატი. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან, უნიკალურ თვისებებს.


 


 

5. კარაქი

 



 


კარაქი დღეს პირველი მოხმარების პროდუქტების ჩამონათვალშია. სამწუხაროდ, ბაზარზე წარმოდგენილი კარაქების უმრავლესობა არ არის ჯანსაღი. ორგანული პროდუქტის მიღება გულისხმობს პროცესს, რომელშიც არ არის ჩართული შხამ-ქიმიკატები, ჯანმრთელობისათვის მავნე კონსერვანტები, ნიტრატები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტები, ზრდის ჰორმონები, რომლებიც ჭარბადაა უხარისხო, იაფფასიან „კარაქში“. პრემიუმ კლასის კარაქს გამოკვეთილი ნაღების გემო, პასტერიზებული რძის არომატი, ღია ფერი და კრემისებრი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, ხოლო ცხიმის შემცველობა 82.2 % უნდა იყოს. 


 


ორგანული და ნატურალური პროდუქტის მისაღებად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცხოველთა კვებასაც. პირუტყვი, რომლისგან მიღებული რძითაც მზადდება კარაქი, მხოლოდ არაგენმოდიფიცირებული, ჰორმონებისგან თავისუფალი საკვებით უნდა იკვებებოდეს. სწორედ ასეთი რძისგან მზადდება Arla Foods-ის ნაღების კარაქი Lurpak, რომელიც დანიის სიმბოლოდ იქცა. Lurpak-ის კარაქი უკვე 75-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოშიც, იგი „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელშია ხელმისაწვდომი. „ლურპაკის“ წარმოების პროცესი იწყება დაახლოებით 20 კგ. ნატურალური რძით, ყოველ 1 კგ. კარაქზე. რძის ყველაზე ფასეული და არომატული ნაწილი ნაღებია, რომელიც საგანგებოდ „მწიფდება“ გამოყენების წინ. 


 


 

6. ტკბილეული

 


 



მართალია ტკბილეულს ვერ ვუწოდებთ სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტს, მაგრამ ყველას ნამდვილად არ შეუძლია უარი თქვას მასზე. ტკბილეული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. თუ არ შეგიძლიათ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება, მაშინ მათზე დაზოგვა არ არის კარგი იდეა. ყოველი იაფფასიანი ტკბილეული არის ჰიდროგენიზებული ცხიმების, არომატების, ხელოვნური  ფერებისა და სხვა მავნე დანამატების წყარო. ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ციროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ალერგია - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა ემუქრება ადამიანს უხარისხო ტკბილეულის რეგულარული მიღებისას.


 


ყურადღებით წაიკითხეთ დესერტის შემადგენლობა. მაღალხარისხიანი ტკბილეული კარაქის საფუძველზე უნდა იყოს მომზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იაფი ვერ იქნება. VALOR მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდია, რომელიც საუკუნეზე მეტია, რაც საუკეთესო ხარისხის ტკბილეულს აწარმოებს. ესპანელი შოკოლადის ოსტატები ქმნიან „ვალორის“ ტრადიციულ და ავანგარდული გემოს მრავალფეროვან სახეობებს. განის, პანამისა და ეკვადორის ტროპიკული მიწიდან მოყვანილი კაკაოს მარცვლების სინთეზი ქმნის მკაფიო გემოსა და არომატს, რომელიც 70%-იან ნამდვილ შავ შოკოლადს წარმოადგენს − შოკოლადს, რომელიც ველური ხილის კონტრასტული ვარიაციის გემოს მოგვაგონებს.


 


„ვალორის“ ასორტიმენტში განსაკუთრებით მომხიბლავია სხვადასხვა არომატის, უშაქრო - დიაბეტური ბონბონერები და შოკოლადის ფილები, რომლებიც სტევიათია დამზადებული. სტევია თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა, რომელიც შაქრის შემცვლელს წარმოადგენს. იგი ბევრად ტკბილია შაქარზე, მას პრაქტიკულად არ აქვს კალორიულობა და არ იწვევს სისხლში შაქრის მომატებას.
დიეტოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ საკვებზე ეკონომია უკიდურეს შემთხვევაში უნდა გააკეთო. შეგიძლიათ თანხა დაზოგოთ მარცვლეულზე. მაგალითად, საკვები პროდუქტების ექსპერტებმა ვერ იპოვეს ფუნდამენტური განსხვავება ძვირადღირებულ და ბიუჯეტურ წიწიბურას შორის. ხოლო ის პროდუქტები, რომლებიც ზევით არის მოცემული, ხარისხისა და სანდოობის მიხედვით უნდა შევარჩიოთ. შეგახსენებთ, პრემიუმ ბრენდის, ევროპული ხარისხის პროდუქციის შეძენა „ევროპროდუქტის“ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.


 


გისურვებთ ჯანმრთელობას!