რას მიირთმევენ საუზმეზე ხორცის მოყვარულები და 7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა - Gemrielia.ge

რას მიირთმევენ საუზმეზე ხორცის მოყვარულები და 7 ქვეყანა, სადაც ხორციანი საუზმე ტრადიციაა


აღიარებულია, რომ ჯანსაღი, დაბალანსებული კვება აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცილას, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობით შეიძლება მივიღოთ ისეთი პროდუქტებისგან, როგორიცაა: თევზი, კვერცხი, ხორცი, ხოლო მცენარეული სახით, მაგალითად, ლობიო.


 


უმჯობესია, რომ პროტეინებით მდიდარი საკვები დღის პირველ ნახევარში, საუზმეზე ან სადილზე მივირთვათ, რათა ორგანიზმმა მისი გადამუშავება უკეთ შეძლოს, აითვისოს ყველა სასარგებლო ელემენტი და ვიტამინი, ამასთან, არ მოვიმატოთ წონაში. 


 


დღის პროტეინებით მდიდარი პროდუქტებით დაწყება უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს, უფრო ეფექტურად და სწრაფად ვმუშაობთ და ორგანიზმი მალ-მალე არ ითხოვს კვებას. შედეგად, საუზმესა და სადილს შორის გონივრული შუალედის დაჭერასაც ვახერხებთ.


 

რატომ არის სასურველი საუზმეზე ხორცის პროდუქტების მიღება?

 

ხორცს ორგანიზმი დღის პირველ ნახევარში უკეთ ითვისებს და შიმშილის გრძნობა სადილამდე აღარ გვაწუხებს ხოლმე. საუზმისას დაბალი ცხიმიანობის მქონე ხორცი, თუნდაც ბეკონის სახით, ენერგიის წყაროა.


 


ყველაზე გავრცელებული ხორციანი საუზმე ბეკონია კვერცხთან და გახუხულ პურთან ერთად ან სენდვიჩი ბეკონითა და ბოსტნეულით, რომელიც ჯანსაღიც არის და გემრიელიც.


 


ხორცის შემცველი საუზმე მაშინაც კარგი იდეაა, როცა წონის დაკლებას ვცდილობთ, მთავარია, დაბალი ცხიმიანობის მქონე პროდუქტი შევარჩიოთ და ჩვენი წონის, სიმაღლისა და ასაკისთვის განსაზღვრული კალორიების ლიმიტი დავიცვათ. 


 


ბევრ ქვეყანაში ხორციანი საუზმე ტრადიციაა, რომელსაც წლებია მისდევენ. ხორციანი სენდვიჩის, უბრალოდ მოხარშული ან შემწვარი ხორცისა და გარნირების უგემრიელესი ვარიაციები დღის ენერგიული დასაწყისია.


 

გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ რამდენიმე ქვეყნის საუზმე, რომლის მთავარი ინგრედიენტი ხორცია:

 


კანადა - ნეკერჩხლის სიროფი, კვერცხი, ბეკონი და ტოსტი ან ბლინები - კანადელები ყველაზე ხშირად ასე საუზმობენ და ადგილობრივი კაფეების მენიუშიც ხშირად წააწყდებით ამგვარ ვარიაციებს. 


 



 


მექსიკა - მსუბუქად შემწვარი სიმინდის ტორტილები იჭრება რამდენიმე ნაჭრად, იწყობა სალსას სოუსში, ზემოდან კი ეყრება ქათმის ხორცი, ხახვი, ავოკადო, შემწვარი კვერცხი და ხანდახან ბრინჯი და ლობიოც. საუზმე გამოდის მსუყე, თუმცა ჯანსაღი და გემრიელი.


 



 


ფილიპინები - ტაფსილოგი ეროვნული კერძია, რომელსაც მოსახლეობა დილით დიდი სიამოვნებით მიირთმევს. კერძის განუყოფელი ნაწილია ხორცი, რომელიც ხახვთან ერთად მომზადებულ ბრინჯთან და კვერცხთან ერთად უგემრიელესია.


 



 


პოლონეთი - გადმოვინაცვლოთ აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ხორცი ძალიან უყვართ, შესაბამისად, ის საუზმის შემადგენელი ნაწილიცაა. 


 


საუზმე, სახელად „კანაპკი“ პოლონეთის ბევრ კაფესა და რესტორანში შეგხვდებათ. მისი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა ბეკონი აუცილებელი შემადგენელი ინგრედიენტია. 


 



 


დიდი ბრიტანეთი - საუზმე გამოირჩევა ნოყიერებითა და ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. ბრიტანული საუზმე მოიცავს როგორც სოსისსა და ბეკონს, ისე მოთუშულ ბოსტნეულს, ტოსტსა და კვერცხს. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანულად საუზმობის შემდეგ ვახშმამდეც არ მოგშივდებათ. 


 



 


აშშ - ბეიგელი კრემყველით ან ბეკონით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საუზმეა, რომელიც ამერიკელებს დღის ენერგიულად დაწყებაში ეხმარება. შუაზე გაჭრილ ბეიგელზე ვაფენთ ბეკონს ან ძეხვს, სურვილისამებრ ვუსვამთ კრემყველს ან ვდებთ შემწვარ კვერცხს და გემრიელად მივირთმევთ.


 



 


და საქართველოში რომ დავბრუნდეთ, ჩამოთვლილი ქვეყნების მსგავსად, ხორცი საუზმეზე ჩვენთანაც აქტუალური ხდება. ბეკონი ან დაბალი ცხიმიანობის მქონე სხვა სახის ხორპროდუქტების სენდვიჩები დილით გემრიელი და ნოყიერი საუზმეა, რომელსაც დილით დიდი დროის დათმობაც არ სჭირდება. ამასთან, ვიღებთ პროტეინებს, რომლებიც ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. 


 



 


თუ ხორციანი საუზმის მოყვარული ხართ და ამავდროულად, გსურთ, ორგანიზზმა ნაკლები ცხიმი მიიღოს, არჩევანი შეაჩერეთ ნაკლებცხიმიან ხორცპროდუქტებზე. მაგალითად, შაშხი „მანდოლინა“, რომელსაც კომპანია „ნიკორა“ აწარმოებს, მათ მიერ შემუშავებული რეცეპტის დამსახურებით, 100 გ პროდუქტზე მხოლოდ 7.3 გრამ ცხიმს და 127 კკალ-ს შეიცავს.  ის უხდება როგორც ტრადიციულ სენდვიჩს, ისე ბრიტანულ საუზმეს, თუ კვერცხიც თქვენის დილის განუყოფელი ნაწილია. გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი შაშხით შეგიძლიათ მოამზადოთ მსუბუქი ბურგერი ბეიგელისგან ან სხვა საინტერესო ვარიაციები, რაც დაგეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში ენერგიული და აქტიური იყოთ.