არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით ქალებში... - რატომ გვეყინება ფეხები?
ცივი კიდურები არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით ქალებში, თანაც ეს სიმპტომი წელიწადის დროზე არ არის დამოკიდებული. სიცივის მიზეზია კიდურებში არასაკმარისი სისხლისმომარაგება (სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვა დაავადებები. ამიტომ აუცილებელია მასათან ბრძოლა.
აიღეთ ორი დიდი და ღრმა თასი. ერთში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, მეორში - თბილი წაყლი. კიდურები ჩაყავით თბილ წყალში (წყალი წვივებს შუამდე უნდა ფარავდეს) და მოახდინეთ ჯაგრისით ფეხების ფრთხილი მასირება ტერფებიდან ზემოთ (წყლის დონეს არ ასცდეთ). მასაჟის დრო უნდა შეადგენდეს 10 წუთს. შემდეგ 30 წამით ჩააწყვეთ ფეხები ცივ წყალში. გაიმეორეთ თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობა. პროცედურა ცივი წყლით უნდა დაასრულოთ. იგივე გააკეთეთ ხელებისთვის (თუ იგივე ჩივილი ხელებზეც გაქვთ). ბოლოს შეიფუთეთ ფეხები შალის თავშალით და 30 წუთით (უფრო მეტითაც) დაისვენეთ.
გარდა ამისა გირჩევთ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავთ, ირბინეთ ადგილზე ფეხის წვერებით, ხშირ-ხშირად შეკარით და გახსენით მუშტი. ასე გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.
წყარო: mkurnali.ge