მოდის ლურჯი წყლის ვეფხვის წელიწადი - როგორ შევხვდეთ მას ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს - Gemrielia.ge

მოდის ლურჯი წყლის ვეფხვის წელიწადი - როგორ შევხვდეთ მას ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს

 

მომავალი 2022 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, ლურჯი წყლის ვეფხვის წელია. როგორც ამბობენ, როგორც გაატარებ ახალ წელს, ასეთივე იქნება მთელი წელი, ამიტომაც, გიზიარებთ ასტროლოგთა რჩევებს, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ, ვეფხვის წელიწადს ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს:

 

 

ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს. 

 

ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. დარწმუნდით, რომ მაგიდაზე კერძების დიდი არჩევანია. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს. გაახარეთ ვეფხვი ლამაზი გარემოთი. ნუ გადატვირთავთ სუფრას ზედმეტი ალკოჰოლითა და გაზიანი სასმელებით, რადგან ამ წლის მფლობელს ეს დიდად არ უყვარს. 

 

 

საახალწლო სუფრის მორთვა, მოახლოებული ზეიმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ სუფრის, კერძების ფერის სქემა. როგორც ნაძვის ხის მორთვის, სადღესასწაულო წვეულების სუფრის მორთვის რამდენიმე სტილი არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილი და პოპულარულია სკანდინავიური, ეკო-სტილი და  მინიმალიზმი. გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს: 

 

სკანდინავიური სტილი -  ახასიათებს სერვირების თეთრი ტონი: ჭურჭელი, სუფრის ტილო, ვერცხლისფერი დანა-ჩანგალი. აუცილებელია ნაძვის ყლორტები, რათა სუფრაზე ზამთრის წიწვოვანი ტყის სურნელი იყოს.

 

 

ეკო-სტილი - აუცილებელია ხის ტოტები და გირჩები, რომლებიც ლამაზად გაფორმებული უნდა იყოს მაგიდაზე, ეს შექმნის  სუსხისა და ზამთრის ტყის მყუდრო ატმოსფეროს.

 

 

 

მინიმალისტური სტილი - სუფრის გაფორმებაში შავი და თეთრი ფერი ჭარბობს. ჭურჭელი მსუბუქი, ხელსახოცები შავ-თეთრი უნდა იყოს. ინტერიერისა და საახალწლო სუფრის დეკორაციაში არ უნდა მოხდეს ფერთა მკვეთრი არევა.