ამზადებთ ჩურჩხელას, მაგრამ ყოველთვის თხელი გამოგდით? - ბუთქუნა ჩურჩხელების მომზადების საიდუმლო კახეთიდან
შემოდგომა ხომ ისეთ დესერტებთან ასოცირდება, როგორიც არის ჩურჩხელა და თათარა. გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ ჩურჩხელა სქლად და ბევრად მსუყედ? მაშინ სტატია თქვენთვისაა. ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა, თათია ილაშვილმა გაგვიზიარა იდეალური ჩურჩხელის მომზადების საიდუმლო:
„1 ლიტრ ბადაგზე 2-200 გრამიანი ჭიქა ფქვილი უნდა, თუ ასეთი ბუნჩულა ჩურჩხელა გინდათ, თუ არა, მაშინ ცოტა დააკელით ფქვილი“
რამდენჯერ ავლებთ? - ერთხელ და სქელ თათარას ვაკეთებ.
სამი ლიტრა ბადაგი რამდენ ცალ ჩურჩხელას ავლებს? - 3 ლიტრა ბადაგიდან 18 ცალი გამოდის, თუ მსხვილი ლებანია ასხმული. თუ შედარებით პატარა ლებნებია, მაშინ 20 ცალი გამოვა. 1 ლიტრიდან წესით 8 - 10 ჩურჩხელა უნდა გაივლოს.
პურის ფქვილით გააკეთეთ თუ შერეული ფქვილით? - შერეული ფქვილით