რატომ ვიღლებით და გვეძინება ჭამის შემდეგ? - წაიკითხეთ მეცნიერული დასაბუთება - Gemrielia.ge

რატომ ვიღლებით და გვეძინება ჭამის შემდეგ? - წაიკითხეთ მეცნიერული დასაბუთება

ადამიანთა უმეტესობა ჭამის შემდეგ ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნებას უჩივის. მიზეზი ძირითადად საკვებია. ჭამის შემდეგ ენერგიის დონის შემცირებას პოსტპრანდიალური ძილიანობა ეწოდება.

 

მკვლევრებს აქვთ განსხვავებული თეორიები ჭამის შემდეგ დაღლილობის მიზეზებზე, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება ერთზე, რომ ეს ბუნებრივი რეაქციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს შეშფოთების მიზეზად. 

 

 

 

 

რატომ გრძნობენ ადამიანები დაღლილობას ჭამის შემდეგ? ცილებითა და ნახშირწყლებით მდიდარ საკვები უფრო მეტად უტოვებს ადამიანს ძილიანობის შეგრძნებას, ვიდრე სხვა საკვები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ადამიანი ჭამის შემდეგ გრძნობს დაღლილობას, რადგან მათი სხეული უფრო მეტ სეროტონინს გამოიმუშავებს. სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც  არეგულირებს განწყობისა და ძილის ციკლებს. ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელიც გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში. ნახშირწყლები ეხმარება ორგანიზმს ტრიპტოფანის ათვისებაში. ამ მიზეზების გამო, როგორც პროტეინებით, ასევე ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღების გამო, შეიძლება ადამიანმა ძილიანობა იგრძნოს.

 

ტრიპტოფანი გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, ასეთია: ორაგული, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ისპანახი, რძე, სოიოს პროდუქტები, ყველი.

 

საკვები, რომელიც შეიცავს ნახშირწყლების მაღალ დონეს, გახლავთ: მაკარონი, ბრინჯი, თეთრი პური, ტკბილეული.

 

ჭამა იწვევს სისხლში შაქრის დონის აწევას, რასაც შეიძლება მოჰყვეს ენერგიის დაქვეითება. სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ჭამის შემდეგ არის: მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი, რაც იწვევს დაღლილობას მთელი დღის განმავლობაში. ასევე, ალკოჰოლის მიღება.

 

 

 

 

როგორ შევაჩეროთ დაღლილობის შეგრძნება ჭამის შემდეგ

 

ჩატარდა კვლევა ღამის ცვლაში მყოფ მომუშავე პერსონალზე, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი, ვინც ღამით ჭამდნენ, დილის 4 საათზე უფრო ცუდად მუშაობდნენ და უფრო მაღალი ძილიანობის შეგრძნება ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც არ ჭამდა.

 

სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაღლილობა ჭამის შემდეგ:

 

ჭამეთ ცოტა და ხშირად, იმის ნაცვლად, რომ ჭამოთ ერთიანად და ბევრი, რათა შეინარჩუნოთ ენერგიის დონე.

 

ხილის ნაჭერი ან ერთი მუჭა თხილი საკმარისი უნდა იყოს ენერგიის დაქვეითების განსაკურნებლად.

 

 

მოაწესრიგეთ ძილი. ადამიანი, ვისაც ღამით საკმარისად სძინავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლანჩის შემდგომ ენერგიის დაქვეითებას განიცდიდეს. 

 

მსუბუქი ვარჯიში დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ, შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს დაღლილობის შეგრძნების დაძლევაში.  

 

 

უმეტეს შემთხვევაში, ენერგიის დაქვეითება, ჭამის შემდეგ, ბუნებრივი ბიოლოგიური პასუხია, თუმცა, თუ ეს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას და ვერც ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები არ დაგეხმარებათ, ამ პრობლემის დაძლევისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.