myquiz

რა საიდუმლოს ინახავს თლილი ჭიქა, რომელიც ბევრ ოჯახში მოიძებნება? - Gemrielia.ge

რა საიდუმლოს ინახავს თლილი ჭიქა, რომელიც ბევრ ოჯახში მოიძებნება?

 

წარსულიდან შემორჩენილ ნივთებს შორის, ალბათ, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება თლილი ჭიქა, რომელიც დღემდე ძალიან ბევრ ოჯახში მოიძებნება. მას ახლაც, როგორც საზომ ერთეულს, ისე ხმარობენ. იცოდით, რომ ამ ჭიქის შექმნიდან 78 წელია გასული?

 

ლეგენდარული ჭიქის შემქმნელი, რევოლუციური რუსეთის ხელოვანთა ასოციაციის წევრი, ვერა მუხინაა. მისი ყველაზე განთქმული ნამუშევარია „მუშისა და კოლმეურნე ქალის“ უზარმაზარი ქანდაკება, სადაც ფიგურებს ცალ ხელში ნამგალი და ურო უჭირავთ, რომელთა შეერთებით საბჭოთა კავშირის სიმბოლო იქმნებოდა. 1947 წელს ეს ქანდაკება რუსული კინოსტუდია „მოსფილმის“ სიმბოლო გახდა. 1940-იან წლებში მუხინას მხატვრული სტილი უკვე აღარ ჯდებოდა სტალინის ეპოქის სტანდარტებში და პროექტები აღარასდროს აღუმართავთ. 

 

 

როგორ გაჩნდა თლილი ჭიქა?

 

ვერა მუხინმა ჭიქის დიზაინი ცნობილ მალევიჩთან ერთად შეიმუშავა. ხრუშჩოვის პერიოდში სპირტიანი სასმელის 125 მლ-იანი და 200 მლ-იანი ბოთლები გაქრა. მაღაზიაში მხოლოდ ნახევარლიტრიანი ბოთლები მოიძებნებოდა. თუ სახლში იყო თლილი ჭიქა, ბოთლის შემადგენლობის გაყოფა სამ ადამიანზე იყო მოსახერხებელი: სითხეს ჭიქის ზედა რგოლამდე ასხამდნენ და თითოეულს 167 გრამი ხვდებოდა. 

 

 

 

 

ჭიქას 14 მოძმე რესპუბლიკის სიმბოლოდ, 14 ვერტიკალური ხაზი აქვს, რომელსაც ზემოდან წრე - ანუ რუსეთი აერთიანებს.

 

არსებობს მუხინას ჭიქისგან განსხვავებული ვარიანტიც. მას ზემოთ გვირგვინი არ აქვს. მისი გამოშვება ჯერ კიდევ პეტრე პირველის დროს დაიწყო და პირველი ეგზემპლარი იმპერატორს აჩუქეს, როგორც არამტვრევადი ჭურჭლის ნიმუში. პეტრე პირველს ჭიქა ძალიან მოეწონა, რადგან გემით მოგზაურობისას, შტორმის დროს, ის იშვიათად ვარდებოდა ძირს და თუ ვარდებოდა, არ ტყდებოდა.

 

 

 

საბჭოთა პერიოდში თლილი ჭიქა ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა, მას ხშირად იყენებდნენ გაზიანი სასმლის აპარატებში, სასადილოებში, კაფეებში. 

 

 

 

ამ ყოველივესთან ერთად,  ჭიქა კულინარიულ რეცეპტებში წონის ძირითადი საზომი იყო. მრავალი დიასახლისი დღესაც მას იყენებს ცხობისას. 1 ჭიქაში 200 მლ ეტევა.