როგორ დიზაინს ანიჭებენ უპირატესობას ვარსკვალავები? - შევიხედოთ ყველაზე გემოვნებიან სამზარეულოებში - Gemrielia.ge

როგორ დიზაინს ანიჭებენ უპირატესობას ვარსკვალავები? - შევიხედოთ ყველაზე გემოვნებიან სამზარეულოებში

 

 

სამზარეულო ყველაზე „გემრიელ“ ოთახად ითვლება, ამიტომ ის გემოვნებით უნდა იყოს გაფორმებული. ძალიან მნიშვნელოვანია ინტერიერის, ავეჯისა და დეკორატიული ნივთების სწორად შერჩევა. ცნობილი სახეები ამაში საუკეთესონი არიან, რადგან ისინი დიდ ძალისხმევას დებენ, წარმოუდგენელი ინტერიერის შესაქმნელად. შევიხედოთ ჯენიფერ ლოპესისა და კამერონ დიასის სამზარეულოებში. ვნახოთ, რა მასალები და ფერები აირჩიეს სამზარეულოსთვის:

 

ჯენიფერ ლოპესი

 

 

 

აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ლოპესს სამზარეულოს დიზაინის ორი ვარიანტი აქვს. როგორც პირველი, ასევე მეორე სამზარეულოსთვის, ჯენიფერ ლოპესმა დიზაინისთვის ღია ფერები შეარჩია. შესაბამისად, შეიქმნა ლამაზი, მსუბუქი და ელეგანტური სამზარეულო. სახლში, სადაც მომღერალი ცხოვრობს, გამოყენებულია გლამურული ავეჯი, სამზარეულო მდიდარი და დახვეწილია. ოთახში არის რამდენიმე ზონა. პირველი ზონა სადილისთვის და სტუმრებისთვისაა. მას აქვს პატარა მრგვალი მაგიდა და რამდენიმე სკამი. მეორე ფართი არის საუზმისთვის თავად მომღერლის თქმით, იქ საუზმობა ძალიან მოსახერხებელი და სწრაფია. 

 

 

მანჰეტენის სახლში, ჯენიფერ ლოპესს აქვს უფრო მარტივი დიზაინის სამზარეულო, რომელიც უფრო სოციალური შეკრებისთვისაა განკუთვნილი. ოთახი გაფორმებულია არტ ნუვოს სტილში, იგი გამოირჩევა დეკორაციის მსუბუქი პალიტრით. სამზარეულოს კუნძულს აქვს მკაფიო კონტურები, ყველა ტექნიკა და ავეჯი მრავალფუნქციური და თანამედროვეა.

 

კამერონ დიასი

 

ცნობილმა მსახიობმა სამზარეულოს მოსაწყობად შეირჩა მდიდრული მწვანე ფერი, რაც ოთახს ორიგინალურს ხდის. მწვანე ფასადები არ გამოიყურება მოსაწყენად, რადგან მათ ავსებს ოქროსფერი ელემენტებით მოციმციმე ეფექტები. ერთი შეხედვით, ოთახი ძალიან ბნელი და არასასიამოვნო ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის: ოთახს აქვს დიდი ფანჯარა, ხოლო ჭერი იძლევა სინათლის გაფანტვის საშუალებას, რაც ოთახში სიმყუდროვეს ქმნის.