როგორ ამზადებენ ჰოთდოგებს სხვადასხვა ქვეყანაში
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სოსისი პურში - გემრიელობა, რომელიც მთელს მსოფლიოში Hot Dog-ის („ცხელი ძაღლი“) სახელითაა ცნობილი, აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში თითქმის ნაციონალურ კერძად ითვლება. „ჰოთ დოგს“ ტრადიციულად, ამერიკულ საჭმელად მიიჩნევენ, მაგრამ ბევრი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ის არა აშშ-ში, არამედ გერმანიაში გამოიგონეს. მათი აზრით, სოსისი ფუნთუშაში გაჩნდა ამერიკის აღმოჩენამდე 5 წლით ადრე. შედარებით პოპულარული ლეგენდის თანახმად, ერთმა ფრანკფურტელმა ყასაბმა დაამზადა გრძელი ძეხვი და მას «dachshund» დაარქვა, რაც თარგმანში „ტაქსას“ ნიშნავს. ეს გამოგონება ერთმა გერმანელმა ემიგრანტმა 1871 წელს აშშ-ში წაიღო და „ტაქსა-სოსისების“ გაყიდვა დაიწყო. ის ცხელ სოსისებს პურის ნაჭრებში ახვევდა.
იმ პერიოდში არ არსებობდა ერთჯერადი ჭურჭელი და ქაღალდის ხელსახოცები. პურში ჩადებული ცხელი სოსისი კი მოსახერხებელი იყო ხელში დასაჭერად. ამგვარად, არ დაგესვრებოდა ხელი ცხიმით და არც თითები დაგეწვებოდა. მოგვიანებით, ერთმა ჭკვიანმა გამყიდველმა მოიფიქრა სოსისის ფუნთუშაში ჩადება. ეს ბევრად მოსახერხებელი იყო, რადგან პური აღარ იფშვნებოდა და ნამცეცებიც აღარ ცვიოდა ძირს.
„ჰოთ დოგის“ გამყიდველი ნიუ-იორკში, 1910 წელი.
ჰოთ დოგი“ აშშ-ში მომენტალურად გახდა პოპულარული და ამერიკელებმა ძალიან შეიყვარეს. 1939 წელს ფუნთუშიანი სოსისები თეთრ სახლშიც კი გაჩნდა. პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ბრიტანელ მონარქს, გეორგ VI-ს, სწორედ „ჰოთ დოგებითა“ და ლუდით გაუმასპინძლდა.
ტრადიციულად, „ცხელი ძაღლი“ ფეხზე დამდგარმა უნდა მიირთვა. ნიუ-იორკში არ არსებობს არც ერთი დაწესებულება, სადაც მას მაგიდასთან დამჯდარი შეჭამ. „ჰოთ დოგი“ აუცილებლად ხელებით უნდა ჭამო, დაუშვებელია დანა-ჩანგლის გამოყენება. ის მხოლოდ ერთჯერად მუყაოს თეფშზე იდება, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ მას ხელიდან არ გაუშვებთ, სანამ უკანასკნელ ლუკმასაც არ მიირთმევთ.
„ჰოთ დოგს“ ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ამზადებენ. მაგალითად, არიზონას მაცხოვრებლები ფუნთუშაში ბეკონშემოხვეულ, გრილზე შემწვარ სოსისებს დებენ.
კალიფორნიაში (ლოს-ანჯელესში) ორ სოსისს ლავაშში ახვევენ. ასევე, ძალიან პოპულარულია ჩხირზე წამოცმული სოსისი, რომელსაც ავლებენ ცომში და შემდეგ წვავენ.
ყველაზე პოპულარული „ჰოთ დოგები“ ჩიკაგოში მზადდება. სპეციალურ პურში დებენ საქონლის სოსისს, მდოგვს, სოუს relish-ს, დამარინადებულ კიტრს ხახვით, 2 ნაჭერ პომიდორს და ნიახურის დაფქული თესლისა და მარილის ნაზავს.
ძალიან უცნაური „ჰოთ დოგის“ გასინჯვა შეგიძლიათ იაპონიაში. იაპონიის მაცხოვრებლებმა ის მთლიანად შავი შექმნეს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პური და სოსისი მთლიანად დანახშირდა, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერში „დამნაშავე“ კალმარის მელანია, რომელსაც პროდუქტებს უმატებენ. „ჰოთ დოგს“ ასევე განსაკუთრებულ გემოს აძლევს ვასაბის პასტა.
თუ „ჰოთ დოგს“ საფრანგეთში დააგემოვნებთ, შუაზე გაჭრილი ფუნთუშის ნაცვლად, სოსისს ხრაშუნა და ახალგამომცხვარ ბაგეტში ჩაგიდებენ.
ყველაზე ხშირად „ჰოთ დოგში“ დებენ სოსისს „ფრანკფურტერს“, რომელიც გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და იდეალურად იხდენს სხვადასხვა ინგრედიენტებსა თუ სოუსებს.
ეს კი ისტორიული ფოტოა ფრანკფურტერის „ჰოთ დოგებით“ კონი-აილენდზე, გადაღებული 1946 წელს. იმ პერიოდში, Hot Dog-ს Hot Frankfurters ერქვა.
თუ ამ სტატიის წაკითხვისას „ჰოთ დოგი“ მოგინდათ, გეტყვით, რომ გემრიელი „ჰოთ დოგის“ უმთავრესი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, პრემიუმ ხარისხის სოსისია. თუკი სახლში გადაწყვეტთ „ჰოთ დოგების“ მომზადებას, გირჩევთ, არჩევანი „ნიკორას“ პრემიუმ სოსისებზე შეაჩეროთ. „ფრანკფურტერი“, „ბერნერი“ და „როსტერი“ იდეალურია „ჰოთ დოგის“ მოსამზადებლად.
„როსტერი“ - პაპრიკით, სოკოთი და ყველითაა, რომელიც შეწვის დროს დნება და საოცრად გემრიელია. „ბერნერი“ ყველითაა გაჯერებული და ძალიან გემრიელია შემწვარიც და მოხარშულიც. „ფრანკფურტერი“ კი იდეალურია მოსახარშად. თუ კლასიკური „ჰოთ დოგის“ გემო გინდათ შეიგრძნოთ, მაშინ „ფრანკფურტერი“ უნდა აირჩიოთ.
ბონუსად გთავაზობთ გემრიელი „ჰოთ დოგის“ რეცეპტს სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებლად:
ინგრედიენტები:
- ფუნთუშა 5 ცალი
- სოსისი „ფრანკფურტერი“ 5 ცალი
- სალათის ფოთლები 5 ცალი
- პომიდორი 1 ცალი
- მჟავე კიტრი 2 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- მაიონეზი 1 სკ
- კეტჩუპი 5 სკ
- მდოგვი გემოვნებით
მომზადების წესი:
- „ჰოთ დოგის“ ფუნთუშა შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ, ან შეიძინოთ მზა, მაღაზიაში. სოსისს დაასხით ცივი წყალი და დადგით გაზზე. გააჩერეთ წამოდუღებამდე. პარალელურად, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები: ხახვი გაფცქვენით, პომიდორი გარეცხეთ. კიტრი და პომიდორი დაჭერით თხელ რგოლებად. ხახვი - ნახევარრგოლებად.
- ფუნთუშები შეათბეთ მიკროტალღურ ან ჩვეულებრივ ღუმელში. გაჭერით შუაზე ცალი მხრიდან. შიგნიდან თხლად წაუსვით მაიონეზი.
- სალათის ფოთლები გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. დააფინეთ გაჭრილ ფუნთუშებში. ზემოდან დაადეთ ხახვის რგოლები, კიტრი და პომიდორი. შემდეგ - მოხარშული სოსისი. მოასხით კეტჩუპი (სურვილის მიხედვით) და მდოგვი. იდეალურია მოტკბო-ცხარე მდოგვი. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ შემწვარი ხახვიც.
მიირთვით, სანამ გაცივდება!
თეა ინასარიძე