„ტარტალეტკის ცომი პატარავდება ფორმაში გადატანისას, როგორ ვუშველო?“- რჩევები დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„ტარტალეტკის ცომი პატარავდება ფორმაში გადატანისას, როგორ ვუშველო?“- რჩევები დიასახლისებისგან

 

ტარტალეტკების მოყვარულებო, შეერთდით, თქვენთვის საინტერესო რჩევები აქვთ გამოცდილ დიასახლისებს, მაშ ასე: 

 

 

„ტარტის ცომი არაფრით არ შეიძლება გამოცხვეს თბილი, ან ოთახის ტემპერატურის,ასევე არ შეიძლება მისი ბევრი ზელვა. როგორც კი შეიკვრება, სამზარეულოს ცელოფანში გადახვეული უნდა შეინახოთ მაცივარში, თუ ცელოფანში გადახვეულს შეინახავთ, გადმოღებისას სწრაფად უნდა იმუშაოთ, რომ არ გაათბოთ ცომი. კიდევ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ღუმელი წინასწარ უნდა გაახუროთ, მინიმუმ 15 წუთი მაინც. დამიჯერეთ, საერთოდ არ დაკარგავს ფორმას ცხობისას. ეცადეთ ისეთი რეცეპტი აარჩიოთ, ცომი რომ არ შეიცავდეს ზედმეტ სითხეს“ - ქეთევანი

 

 

 

 

„ცომი უნდა ჩადოთ ცოტა და ხელით უნდა ამოლესოთ გვერდები. ცომს სისქე არ უნდა ეტყობოდეს ფორმაში“ - მარინა 

 

 

„ფქვილი იმდენი უნდა დაამატოთ, რომ ცომი ხელზე არ მიგეკროთ. ფქვილს რომ ჩაყრით, ხელით მოზილეთ. ძალიან თხლად ამოაკრით ფორმაში. გამოდის ფხვიერი და გემრიელი“- თამუნა ზაბახიძე. 

 

 

 

 

„250 გრამი დარბილებული კარაქს, ან მარგარინს დაუმატეთ ერთი ჭიქა შაქარი და კარგად ამოიყვანეთ (მე ხელით ამომყავს), სათითაოდ შეურიეთ 4 კვერცხის გული და ისიც კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ერთი კოვზი სოდა ძმარში გახსნილი (ახლა აღარ ხსნიან ძმარში,მაგრამ მე მაინც ვხსნი). შეურიეთ ფქვილი იმდენი, რომ ცომი ხელზე არ მიგეკროთ. ცომი თვითონ გეტყვით უარს ფქვილზე. არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება და იქნება ძალიან ფხვიერი. სოდა ბევრი არ მოგივიდეთ, თორემ გააყვითლებს“- ლეილა ზაბახიძე.

 

 

 

 

„ცომის ოქროს რეცეპტი არის ეს - 1 ც. მარგარინი გახეხეთ, დაამატეთ 1ს.კ. შაქრის პუდრა, 1ს.კ. წყალი, 350გრ. ფქვილი, 1ჩ.კ. სოდა. გამოდის 20-22ც.“ - მაკა შეშაბერიძე

 

 

საუკეთესო ტარტალეტკის რეცეპტები იხილეთ აქ..