„მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ" - გაიცანით ჟურნალისტი, რომელმაც უმარტივესი გზით 6 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო - Gemrielia.ge

„მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ" - გაიცანით ჟურნალისტი, რომელმაც უმარტივესი გზით 6 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო

ჟურნალისტმა, bpn.ge-ს მთავარმა რედაქტორმა ელზა წიკლაურმა მოახერხა, რომ 6 თვეში 30 კილოგრამი დაეკლო ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის, ძვირადღირებული მწვრთნელების მომსახურებისა თუ საგანგებოდ შედგენილი დიეტების გარეშე. როგორ მიაღწია ამ საოცარ შედეგს ისე, რომ ყველაფერს თავად, სპეციალისტების გარეშე გაართვა თავი, ელზა თავად გვიამბობს:

- არასდროს ვყოფილვარ გამხდარი, მაგრამ არც არასდროს ვიყავი ისეთი ჭარბწონიანი, როგორიც ბოლო 6-7 წლის განმავლობაში. არ ვიცი, რატომ „გამექცა“ წონა, მაგრამ „გამექცა“ და წლების განმავლობაში მის „დაჭერას“ ვეღარ ვახერხებდი. იყო პერიოდი, როდესაც ვცდილობდი, რომ თავი ხელში ამეყვანა და დიეტა დამეწყო, მაგრამ ყველა ეს მცდელობა კრახით სრულდებოდა. სუსტი ნებისყოფის არ ვარ, თუმცა ამ შემთხვევაში სისუსტეს ვიჩენდი. დღეს ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე, იმ წლებზე, იმ პერიოდის ჩემს უნებისყოფობაზე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ დასახულ მიზანს ახლა მაინც მივაღწიე, ავიყვანე თავი ხელში და გავხდი ძველი ელზა. მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ...

- რამდენი დრო დაგჭირდა ამ შედეგისთვის?

- ყველაფერი მაისში დაიწყო, თუმცა ფსიქოლოგიური მზადება - ცოტა ადრე... 2021 წლის 10 მაისიდან დავიწყე ვარჯიში, უფრო ზუსტად, სირბილი და ფეხით სიარული. პარალელურ რეჟიმში უბნებში განთავსებულ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდი, მაგრამ ძალიან მცირე ხნით, დიდხანს ვარჯიშს ვერ ვახერხებდი, რადგან წონა დიდი მქონდა. დღის განმავლობაში ვიკვებებოდი ოთხჯერ, მცირე ულუფებით. ამოვიღე ცომეული დაძირითადად ვიღებდი მოხარშულ პროდუქტს.

2-თვიანმა ვარჯიშმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა თავის პირველი შედეგი გამოიღო, დავიკელი 10 კილოგრამი, ივნისის ბოლოდან კი არტერიული წნევის მარეგულირებელი მედიკამენტი, რომელსაც 2 წლის განმავლობაში ყოველ დილით ვიღებდი, აღარ დამილევია.

თუმცა ამავე პერიოდში „გაიყინა“ წონა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების წესი არ შემიცვლია, არც კვების რაციონი, კლება აღარ მიმდინარეობდა და ერთი კვირის განმავლობაში სასწორზე ციფერბლატი თითქმის ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებდა.

- ეს პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია და როგორც წესი, ყველაზე მეტად ამ პრობლემის გადალახვა უჭირთ. შენ ამას პროფესიონალის დახმარების გარეშე გაუმკლავდი?

- „გაყინვასთან“ დაკავშირებით გავეცანი ინფორმაციას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წყაროებზე და ყველგან ეწერა, რომ ეს იყო ორგანიზმის ჩვეულებრივი რეაქცია. იყო რჩევებიც - ან სამი დღის განმავლობაში ჩემი კვების რაციონში მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი უნდა ჩამერთო, ან 3 დღის განმავლობაში ძველი კვების რეჟიმზე გადავსულიყავი, მეჭამა პური, შემწვარი და ა.შ. გადაწყვეტილება ამ უკანასკნელზე შევაჩერე, რადგან ერთი სახეობის პროდუქტს არათუ 3 დღე, არამედ ერთი სადილის დროსაც ვერ ვიღებ.

გააგრძელეთ კითხვა