სად შევხვდეთ, რა ჩავიცვათ და როგორ მოვრთოთ სახლი – ყველაფერი, რაც ვეფხვის წელზე უნდა იცოდეთ
მოდის ლურჯი, წყლის ვეფხვის წელიწადი. ჯერ კიდევ არ იცით, როგორ შეხვდეთ მას? მაშინ, აუცილებლად წაიკითხეთ სტატია:
სად შევხვდეთ ვეფხვის წელიწადს?
ვეფხვის წელი შეგიძლიათ აღნიშნოთ როგორც სახლში, ისე მის გარეთ. მთავარი პირობაა, რომ არ იყოს დიდი წვეულება. ვეფხვი ბუნებით მარტოხელაა და მისთვის არც ისე კომფორტულია ხალხმრავლობა და ხმაური. უმჯობესია, სადღესასწაულო სუფრაზე, ახლობელი ადამიანები იყვნენ.
რა ჩავიცვათ?
შეეცადეთ თავი აარიდოთ ტანისამოსს, კატისა და ვეფხვის პრინტით. არ იფიქროთ, რომ თუ ვეფხვის წელს მისივე ტყავში გამოწყობილი დახვდებით, კეთილგანწყობას მოიპოვებთ. პირიქით, ასეთი მასკარადი მას არ მოეწონება.
აირჩიეთ ნეიტრალური ფერები - ქვიშისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, ასევე მწვანე ჩრდილები. პალიტრა საკმარისად მდიდარია, რომ იპოვოთ ზუსტად ის, რაც თქვენთვის შესაფერისია.
აქსესუარები სასურველია აარჩიოთ წყლის ელემენტის ფერებში.
როგორ მოვრთოთ სახლი?
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურება ჩვენი სახლი დღესასწაულზე. გახსოვდეთ, რომ წლის გმირი უნდა იყოს მყუდროდ, მშვიდად და კომფორტულად. გამორიცხეთ მოციმციმე ფერები: ნათელი წითელი, ნარინჯისფერი და ყველა ნეონისფერი.
უნდა გქონდეთ აუცილებლად ვეფხვის ფიგურები, ნებისმიერი მასალის.
ვეფხვი არსებითად დიდი კატაა. უყვარს მზეზე და რბილ ბალახზე დგომა. სახლში ამ ყველაფრის იმიტაცია შეგიძლიათ გააკეთოთ. რბილი საბნები, საწოლები, დეკორატიული ბალიშები - ისინი ლამაზად და მყუდროდ გამოიყურებიან.
ვეფხვს განსაკუთრებით მოეწონება მწვანე ფერი. გამოიყენეთ მხოლოდ ნუნებრივი გვიმრები, მწვანე ფოთლებით მდიდარი სხვა მცენარეები.
როგორ გავაწყოთ სუფრა?
გირჩევთ ხელსახოცებსა და სუფრას თეთრი და ოქროსფერი კომბინაციით. ვეფხვი ითხოვს უბრალო, კლასიკურ საახალწლო ფერებს. სანთლები ასევე შესაფერისი იქნება მაგიდაზე.
სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ხილი - ხურმა, ფორთოხალი, მანდარინი. ისე, იშვიათი წელია, როცა სუფრაზე ხორცი იდება, ჩვენი გმირი მტაცებელია. ასე რომ, რაც მეტი ხორცის კერძი იქნება, მით უკეთესი! და როგორი ხორცი იქნება ეს - კურდღლის, ქათმის, საქონლის თუ ღორის, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს!
თუმცა, არც მწვანე სალათები უგულებელყოთ. ვეფხვი პატივს სცემს მწვანილს. ეფექტური იქნება კერძების გაფორმება მწვანე ბოსტნეულით.
ასევე დაგაინტერესებთ :
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს ისე, რომ მთელი წელი წარმატებული გვქონდეს
როგორ დავიმსახუროთ ვეფხვის კეთილგანწყობა - სუფრა, დეკორი და ჩაცმულობა