რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ იოგურტს ყოველდღე მიირთმევთ
იოგურტის წარმოშობის ზუსტი ისტორია უცნობია, თუმცა ფიქრობენ, რომ იგი მესოპოტამიაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წელს გამოიგონეს. ძველ ინდურ ჩანაწერებში იოგურტისა და თაფლის კომბინაციას „ღმერთების საჭმელს“ უწოდებენ. დღეს იოგურტი ძალიან პოპულარული პროდუქტია, თუმცა რეალური სარგებლის შესახებ, რომლის მოტანაც მას შეუძლია, ბევრმა არ იცის. პროდუქტის სარგებლიანობას მისი დამზადების ტექნოლოგია განსაზღვრავს. ის რძის ბაქტერიული შედედებით მიღებული პროდუქტია. რძემჟავა ბაქტერიების შემცველი რძის ნაწარმი მაღალი კვებითი ღირებულებით, სასიამოვნო გემოთი და ადვილად ათვისების უნარით ხასიათდება. ამავდროულად, ეს პროდუქტები მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით.
მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, სასურველია იოგურტი ყოველდღიურად მიირთვათ. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მას მართლაც კვების ყოველდღიურ რაციონში ჩართავთ, ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
კუჭ-ნაწლავის სისტემა გამართულად იფუნქციონირებს
კუჭ-ნაწლავი ის ორგანო არაა, რომლის ჯანმრთელობაზეც ადამიანები მუდმივად ფიქრობენ, თუმცა მისი გამართულად ფუნქციონირება ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. ნაწლავები საკვების გადამუშავებასა და სასარგებლო ნივთიერებების შეთვისებაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ არის აუცილებელი, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემა მოწესრიგებულად მუშაობდეს. ამ პროცესის უზრუნველყოფა კი მარტივად, ყოველდღიურად იოგურტის მირთმევით შეგიძლიათ. მის შემადგენლობაში შემავალი რძემჟავა ბაქტერიების ყოველდღიურად მიღება საკმარისია, რომ ნაწლავების ფუნქცია არ დაირღვეს. მნიშვნელოვანია იცოდეთ ისიც, რომ ტრადიციული იოგურტისგან განსხვავებით, „აქტივია“ დამატებით შეიცავს მილიარდობით უნიკალურ ცოცხალ პრობიოტიკებს ბიფიდუს აცტირეგულარის, რომელიც შექმნილია ფრანგი მეცნიერების მიერ და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
ძლიერი ძვალ-სახსროვანი სისტემა გექნებათ
ალბათ დედა ხშირად გეუბნებოდათ რძე დაგელიათ, რომ ძლიერი ძვლები გქონოდათ. ეს ტყუილი არაა, თუმცა მას ისიც უნდა ეთქვა, რომ იოგურტიც ისევე მნიშვნელოვანია ძლიერი ძვლებისთვის, როგორც რძე. ის დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს. კალციუმი კი ძვლების მთავარი მინერალია. იოგურტი მნიშვნელოვანი პროდუქტია ძლიერი ძვლების შესანარჩუნებლად და, ამავდროულად, ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც ოსტეოპოროზით იტანჯება.
ხშირად იქნებით კარგ ხასიათზე
გადატვირთული ცხოვრების რეჟიმი, სტრესი, ნერვიულობა - ადამიანს საკმარისი მიზეზი აქვს, რომ პერიოდულად თავი დათრგუნულად იგრძნოს. გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად ბევრი მეთოდი არსებობს, მათ შორისაა, გამოძინება, ვარჯიში, ფეხით სიარული და არ დაგავიწყდეთ, იოგურტი. იოგურტის ჭამა ყველაზე მარტივი რამ არის, რაც ცუდ ხასიათზე მყოფმა შეგიძლიათ გააკეთოთ გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად. მიზეზი მარტივია - იოგურტი მიკრობიომის ფუნქციონირებას ეხმარება. ამ პროცესის შედეგად კი ტვინში პოზიტიური სიგნალები იგზავნება და თქვენი ხასიათიც ოპტიმისტური და კარგი ხდება.
ძლიერ იმუნურ სისტემას გამოიმუშავებთ და აღარ შეგეშინდებათ ვირუსებისა და ბაქტერიების
დღეს ძლიერი იმუნური სისტემა ისე სჭირდება ადამიანს, როგორც არასდროს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი ერთ-ერთი საუკეთესო გზა პრობიოტიკებით მდიდარი საკვების მიღებაა. სწორედ ასეთია იოგურტი. შედეგად კუჭ-ნაწლავის სისტემაში ბევრი „კეთილი“ ბაქტერია დაგროვდება, რომლებიც „ცუდ“ ბაქტერიებს გავრცელების საშუალებას არ მისცემს. კვლევებით დადასტურებულია, რომ პრობიოტიკები ანთების წარმოქმნასა და განვითარებას უშლის ხელს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ყველაზე კარგია უნიკალური დასალევი იოგურტი „აქტიმელი“, რომელიც შეიცავს ყველაფერს, რაც იმუნიტეტის გასაძლიერებლადაა საჭირო: უნიკალურ პრობიოტიკს L. ჩასსეი Iმუნიტას და ასევე D და B ვიტამინებს. სასურველი შედეგის მისაღწევად კი იდეალურია, თუ „აქტიმელს“ ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ.
დაგეხმარებათ წონის კლებაში
წონის დასაკლებად საუკეთესო საშუალება კვების კონტროლი და ვარჯიშია. კვების რაციონი აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი და სასურველია მასში შედიოდეს იოგურტიც. სასარგებლო ბაქტერია, რომელიც იოგურტის შემადგენლობაში შედის, წონის კონტროლში დაგეხმარებათ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ენერგიის გამომუშავებაში გეხმარებათ. საჭირო რაოდენობის პროტეინის მიღება ასევე აუცილებელია მადის კონტროლისთვისაც, რადგან ის ნაყროვანების მანიშნებელი ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს. იოგურტი ჯანსაღი ხემსის საუკეთესო ვარიანტია, რომელიც არასასურველი კალორიების მიღებისგან დაგიცავთ და, ამავდროულად, გემრიელად დაგანაყრებთ.
როგორ ავარჩიოთ კარგი იოგურტი?
ეს ადვილი არაა. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის იყოს „ცოცხალი“. რადგან სწორედ „ცოცხალი“ იოგურტი შეიცავს რძემჟავა სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც სარგებლის მომტანია. „არაცოცხალ“ პროდუქტში რძემჟავა ბაქტერია გაჯერებულია ქიმიური კომპონენტებითა და ხელოვნური დანამატებით. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იოგურტის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ არის მასში შაქრის შემცველობა, რაც მინიმალური უნდა იყოს. თუმცა, თუ შაქარს საერთოდ არ იღებთ, შეგიძლიათ არჩევანი შეაჩეროთ „აქტივიას“ უშაქრო იოგურტზე. მისი მწარმოებელი წამყვანი ბრენდი „დანონი“ მუდმივად ზრუნავს პროდუქციის გაუმჯობესებაზე და ახლახან მომხმარებელს შესთავაზა იოგურტები თეთრი ფერის შეფუთვაში, რომლებიც საერთოდ არ შეიცავს შაქარს. პროდუქტი ტკბილია მხოლოდ რძის და ხილის ნატურალური სიტკბოს ხარჯზე. ანუ ის შეიცავს ფრუქტოზასა და ლაქტოზას.