უნდა გავრეცხოთ თუ არა კვერცხი საპნით - მარი მალაზონიას რჩევები
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს კვერცხის გასარეცხად უნდა გამოვიყენოთ თუ არა საპონი, ჟელე თუ ფხვნილი.
კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა და ის სიცოცხლეს საკუთარი, ძალიან მყარი ნაჭუჭის ქვეშ ინახავს. როდესაც ვამბობთ, რომ სიცოცხლეს ინახავს, იგულისხმება კვერცხის ნაჭუჭის მაქსიმალური ბარიერული ფუნქცია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კვერცხის ნაჭუჭი ბოლომდე შეუვალია. მასში ჩვენთვის თვალით უხილავი ფორები და მიკრობზარებია. ეს ფაქტორები ყველაზე მყარი ნაჭუჭის განვლადობასაც კი განაპირობებს. კვერცხი და ფრინველის ხორცი ძალიან ხშირად სალმონელოზის წყაროდ განიხილება.
ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევიც შეიძლება იყოს ამ პროდუქტებზე და მას თვალით ვერ დავინახავთ. ის გემოს, სუნს, ხარისხს არ აფუჭებს, მაგრამ დაავადებას და საკმაოდ მძიმე, დრამატული კლინიკური სურათის განვითარებას იწვევს.