რას მოგვიტანს შავი ვეფხვი, 2022 წლის მოკლე ასტროლოგიური მიმოხილვა - Gemrielia.ge

რას მოგვიტანს შავი ვეფხვი, 2022 წლის მოკლე ასტროლოგიური მიმოხილვა

აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით 2022 წლის, რო­მე­ლიც 1-ლ თე­ბერ­ვალს დად­გე­ბა, მმარ­თვე­ლი შავი ვე­ფხვი იქ­ნე­ბა - ლა­მა­ზი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, "ხა­სი­ა­თი­ა­ნი" ცხო­ვე­ლი. წლის სტი­ქია კი წყა­ლია. ვე­ფხვის შე­მობ­რძა­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, დი­ნა­მი­კუ­რი მო­მენ­ტე­ბი, და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. გა­უ­მარ­თლებთ ამ­ბი­ცი­ურ, მი­ზან­მი­მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ დიპ­ლო­მა­ტი­აც მო­გე­თხო­ვე­ბათ, აგ­რეთ­ვე, ინ­ტუ­ი­ცია, ინ­ტე­ლექ­ტი.

 

ფი­ნან­სუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა თუ გსურთ, შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, იყა­ვით პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და გა­მო­ავ­ლი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მივ­ლი­ნე­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა შვე­ბუ­ლო­ბის დროს. რაც შე­ე­ხე­ბა სიყ­ვა­რულს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია მყა­რი კავ­ში­რის შექ­მნა. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში კი მო­ი­მა­ტებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბა. მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გიშ­ლით ჰარ­მო­ნი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ოჯახ­ში - ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, ბრა­ზი და ეზო­ის­ტუ­რი გა­მოხ­დო­მა. 2022 წელს უმ­ჯო­ბე­სია, ხელ­მომ­ჭირ­ნე­ო­ბა, ფუ­ლის გო­ნივ­რუ­ლი ხარ­ჯვა და დაგ­რო­ვე­ბა. ნუ გა­რის­კავთ და ფულს ნუ და­ა­ბან­დებთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

 

მაქ­სი­მა­ლუ­რი დის­ციპ­ლი­ნის გა­მოვ­ლე­ნა მარ­თებთ ლი­დე­რებს, ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყოფ პი­რებს. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩი­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვე­ფხვი ბრძო­ლი­სა და ბუნ­ტის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა. მა­სობ­რი­ვი სკან­და­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბაც და სა­ო­მა­რი ქმე­დე­ბე­ბიც. სამ­ყა­რო­ში ბრძო­ლა წა­რი­მარ­თე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რის - გაზი, წყა­ლი, ნავ­თო­ბი, ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლი - გამო.

 

სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში: 30 აპ­რილს, 16 მა­ისს, 25 ოქ­ტომ­ბერს, 8 ნო­ემ­ბერს.

 

ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა და მე­ტად გა­უ­მარ­თლებთ წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი). მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - კურო, ქალ­წუ­ლი, თხის რქა - გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დეთ კა­რი­ე­რა­ში. მეტი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლო­ბა მარ­თებთ ჰა­ე­რის ნიშ­ნებს: ტყუ­პი, სას­წო­რი, მერ­წყუ­ლი. ცე­ცხლო­ვა­ნი ნიშ­ნე­ბი - იმ­პულ­სუ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, თქვენ წყალ­თან კონ­ტაქ­ტი (აუზი, სა­უ­ნა, შხა­პი) და­გამ­შვი­დებთ... კითხვის გაგრძელება