საქართველოდან უკვე 171 ათასი დოლარის მანდარინი გავიდა - სად ვყიდით ციტრუსს
2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ღირებულებამ 171 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა სომხეთი, სადაც 383 ტონა პროდუქტი გავიდა; მას მოსდევს რუსეთი - 67 ტონით; მე-3 ადგილზეა უკრაინა - 18 ტონის ექსპორტით, მე-4 ადგილზე კი სლოვენია, სადაც მანდარინის ექსპორტმა 10 ტონა შეადგინა.