„სიმწრით ავაბი რამდენიმე ხურმა ჩირისთვის, ვაშრობ, მაგრამ ობი გაუჩნდა, რა ვუშველო?“ - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

„სიმწრით ავაბი რამდენიმე ხურმა ჩირისთვის, ვაშრობ, მაგრამ ობი გაუჩნდა, რა ვუშველო?“ - რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ყველასათვის საყვარელი ჩირის მომზადება, არც ისე მარტივია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ჩირი მაინც დაგვიობდა? გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების რჩევებს

 

 

„ღუმელი გააცხელეთ და გამორთეთ. გამოაშრეთ და ისევ გაკიდეთ“ - მზია ღრემელაშვილი

 

 

 

 

„აადუღეთ წყალი დაახლოებით ხუთი ლიტრი, ჩაყარეთ შიგ ერთი მუჭა მარილი. ჩაყავით თქვენი ჩირი, ერთი-ორი წუთი დააყოვნეთ ადუღებულ წყალში, შემდეგ გაკიდეთ, მალეც გაშრება და დაშაქრდება.“ - ეკა მაილაშვილი 

 

 

„საღამოს უნდა შემოიტანოთ სახლში ნესტს იღებს ღამე. დღე გაამზეურეთ“ - მარიამ ბარჯაძე

 

 

 

 

 

 

„მეც მასწავლეს, რომ არ დაობდეს, 3ლიტრი წყალი და 1-2 ჭიქა შაქარი წამოადუღეთ და იმ სიროფში ამოავლეთ ასხმული და არ დაობდება. ასე აკეთებენ თურმე, არც ობდება და თან, შაქრდება“ - მაკა ძაგანიშვილი

 

 

„შეიძლება მწიფე ნაყოფი დაჩირეთ , მაშინ უფრო უჭირს გამოშრობა თუ მზეც და ორპირი ქარი არარის გაუჭირდება ამოავლეთ ცხელ, მარილიან წყალში“ - მარინა კრუაშვილი