ხმელი ლობიოს შენახვის მეთოდები გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

ხმელი ლობიოს შენახვის მეთოდები გამოცდილი დიასახლისებისგან

 

ლობიო რომ ყოველ სეზონზე ახალივით კარგი და გემრიელი მიირთვათ, გიზიარებთ გამოცდილი დიასახლისების პირად გამოცდილებებს:

 

 

„დაკრეფილ-გარჩეული ლობიო გაფინეთ ოთახში, დაახლოებით 2 კვირა, შემდეგ გაცხელებული და გათიშული ღუმელი გამოატარეთ რამოდენიმე წუთით. აცადეთ გაგრილება.

 

 

„ორი დღით ადრე გაიმზადეთ ქილები, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და არაყი გამოავლეთ, კარგად ამოშრება თავღია მდგომარეობაში, ამ ქილებში ფენა-ფენად ჩაუშვით მარილი, ხმელი დაფნის ფოთლები და ხმელი კაკალის ფოთლები, ზემოდან გაუფრცქვნელი ნივრის კბილები დაადეთ და დაახურეთ თავსახური. ყოჩაღად არიან უკვე თვენახევარზე მეტია“ - მაკო

 

 

 

 

„ჩვეულებრივ 10-5 ლირტრიან პლასტმასის ბალონებში ვინახავ ხმელ პიტნასთან ერთად .მთელი წლის მარაგს და არანაირი ჭია. მჭიდროდ სახურავს ვახურებ“ - მაიკო ყარალაშვილი.

 

 

„ლობიო ყოველთვის ჩემი მაქვს. საერთოდ ჭიის კვერცხი პარკიდან გადადის ლობიოზე, ამიტომ აღებისთანავე უნდა მიხედვა. ადრე ცხელ წყალში ვატარებდი, მაგრამ ასეთი დამუშავებული გვიან იხარშებოდა. ახლა, როგორც კი ვიღებ მოსავალს, საყინულეში გამოვატარებ. ერთი კვირა, შემდეგ გავფენ ნახევარი დღე და ვყრი ნებისმიერ ჭურჭელში. ამავე ლობიოს ვთესავ“ - ნელი დავითაშვილი

 

 

 

 

„ჩემი ტკბილი ბებია ზეთიანი ხელებით კარგად დასრისავდა ამოურევდა და პლასმასის ბოთლებში ინახავდა დაფნის ფოთლებთან ერთად“ - ლია გელენიძე.